ტა ტე ტვ ტი ტო ტრ ტუ ტყ
ტეზ ტეკ ტელ ტეპ ტერ

ტელიატნიკი ვასილი სტეფანეს ძე

1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1905 წ.
ეროვნება: უკრაინელი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი:
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა: ხელოსანი
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; 1938 წლის მაისის თვეში დივიზიის პოლიტიკური განყოფილების ყოფილი უფროსის, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ დაპატიმრებული როზოვის მტრული საქმიანობისადმი მომთმენი დამოკიდებულების გამო.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე იყო-კავკასიის მე-20 მსროლელი დივიზიის პოლიტიკური განყოფილების ინსტრუქტორი; წოდება - ბატალიონის კომისარი.
ნასამართლობა: მისი თქმით, ნასამართლევი არ ყოფილა.
განყოფილება: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შინსახკომის განსაკუთრებული განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: დუდკინი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
ბრალად ედება: რომ 1) იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს. მ. კიროვის ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტს სკპ(ბ)-ს ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ; 2) 1936 დასაწყისიდან იყო კ/რ საბრძოლო, ტროცკისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის აღდგენას; 3) ეწეოდა მავნებლობას მე-20 წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის პოლიტიკური განყოფილების მუშაობის სისტემაში, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სამხედრო ძლიერების შესუსტებისა და ძირის გამოთხრისაკენ.
მუხლი: 58-7, 58-8, 58-11.
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 10/09/1938
დახვრეტის თარიღი: 10/10/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: შინამრეწველების ოჯახიდან.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9