1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი
დაბადების თარიღი: 01/01/1911
ეროვნება: გერმანელი
ოჯახური მდგ.: გაუთხოვარი
დაბადების ადგილი: ქ. ჰამბურგი, გერმანია
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - ლუქსემბურგის რაიონის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის სტუდენტი
ნასამართლობა: მისი თქმით, არ ყოფილა ნასამართლევი.
განყოფილება: შინსახკომის ლუქსემბურგის (ბოლნისი) რაიგანყოფილება; დაპატიმრებულია და მოთავსებულია შინაგან საქმეთა სახალო კომისარიატის ლუქსემბურგის რაიგანყოფილებაში.
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ალეკპეროვი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
ბრალად ედება: რომ იყო გერმანიის სადაზვერვო ორგანოების აგენტი და ეწეოდა ჯაშუშობას ფაშისტური გერმანიის სასარგებლოდ. იყო კავშირში ცნობილ გერმანელ ჯაშუშ ვალტერ შრაიბერთან (რომელიც დაპატიმრებული იყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ), დაშიფრული წერილების სახით აწვდიდა ჯაშუშური შინაარსის ცნობებს მოსკოვში. იყო კავშირში ლუქსემბურგის უკვე ლიკვიდირებული გერმანულ-ფაშისტური, არალეგალური ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან (ალმინდინგერ იოგანესთან, ერნსტ შლეგერთან და სხვებთან), რომლებსაც უზიარებდა კ/რ შეხედულებებს და მონაწილეობდა მათ მიერ წარმოებულ ძირგამომთხრელ საქმიანობაში, იყო გესტაპოს აგენტი.
მუხლი:
სასჯელის ზომა: 10 (ათი) წლით თ/ა, პირადი ქონების კონფისკაცია; ვადის ათვლა დაიწყოს 18/III-1938 წლიდან.
დაპატიმრების თარიღი: 03/18/1938
სხდომის თარიღი: 10/09/1938
დახვრეტის თარიღი:
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: აქვს გერმანული პასპორტი.