შა შე შვ ში შკ შლ შმ შო შპ შტ შუ შჩ
შაბ შად შავ შაი შაკ შალ შამ შან შაპ შარ შატ შაფ შაქ შაშ შახ

შანდინი (შანდიდი) ალექსეი თეოდორეს ძე

1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი

დაბადების თარიღი: 1911 წ.
ეროვნება: რუსი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი
საცხოვრ. ადგილი: ქ. ბათუმი, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინჟინერ-თბოტექნიკოსი
ნასამართლობა:
განყოფილება: აჭარის ასსრ-ის შინსახკომი; მოთავსებულია ბათუმის ციხეში.
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: კრუაშვილი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
ბრალად ედება: რომ 1936 წლის ივნისიდან შანდინი იყო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნაში არსებული კ/რ ტროცკისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი და ეწეოდა მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას ბათუმის ნავთობის ქარხნის თბოტექნიკურ საამქროში. შანდინმა აღიარა დანაშაული და თავი დამნაშავედ ცნო იმაში, რომ ეწეოდა მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას ბათუმის ნავთობქარხნის ენერგოსაამქროში, რის გამოც ხდებოდა ავარიები და იყო შეფერხებები ელექტროენერგიის და ორთქლის მიწოდებაში ნავთობსატუმბ საამქროში და ამიტომ არ სრულდებოდა ნავთობპროდუქტების გამოშვების გეგმა, რასაც მოჰქონდა მატერიალური ზარალი ქვეყნისთვის.
მუხლი: 58-9, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 04/29/1938
სხდომის თარიღი: 10/10/1938
დახვრეტის თარიღი: 10/16/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9