1938 წლის 12 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, ჟდანოვი
დაბადების თარიღი: 1899 წ.
ეროვნება: რუსი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ჩერნიგოვის გუბ/ოლქი, სოფ. სოსნიცა, უკრაინა
საცხოვრ. ადგილი:
განათლება: არასრული უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: მოსამსახურე
პარტიულობა: წარსულში - ბოროტბისტი (უკრაინული მემარცხენე ესერების პარტიის წევრი); სკკპ(ბ) წევრი; პარტიის რიგებიდან გაირიცხა, როგორც უკრაინის კ/რ სამხედრო ორგანიზაციის საგამოძიებო მასალებში ხსენებული. ბოროტბისტების (უკრაინის სოციალისტ-რევოლუციონერების - ესერების - პარტია) ყოფილი წევრი, 1917 წლიდან 1919 წლამდე (პოლტავაში ბოროტბისტების გუბერნიის კომიტეტის მდივანი).
სამუშაო ადგილი: დაპატიმრების დროს - მცენარეთა საკავშირო ინსტიტუტის ინტროდუქციული საშენის სწავლული მდივანი. სრულიად უკრაინის კამენეც-პოდოლსკის მეფრინველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი
ნასამართლობა:
განყოფილება: აფხაზეთის ასსრ-ის შინსახკომი
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური, მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც არსებობდა სრულიად უკრაინის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის სისტემაში; 2. იყო დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ ა. სლიპანსკისთან, რომელიც გასამართლებული იყო უკრაინის სამხედრო კ/რ ორგანიზაციის საქმეში. ბრალდებული ვ. ჩუგა ეწეოდა მავნებლობას სრულიად უკრაინის მეფრინველეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 3. კ/რ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ა. სლიპანსკის დავალებით ვ. პ. ჩუგაი ეწეოდა მავნებლობას უკრაინის მეფრინველეობის დაგეგმვაში. 4. მუშაობდა სოხუმის ტენიანი სუბტროპიკების საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ, მავნებლობდა რომ არ მომხდარიყო ინსტიტუტის სტაციონარული საგამოცდო-საწარმოო ბაზის მიღება. 5. იყო კ/რ ბურჟუაზიულ-ნაციონალისტურად განწყობილი, იზიარებდა ა.სლიპანსკი-ს კ/რ შეხედულებებს საბჭოთა კავშირის მიერ უკრაინის „კოლონიზაციისა“ და უკრაინის დამოუკიდებელი ეკონომიკის შექმნის აუცილებლობას.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 04/06/1938
სხდომის თარიღი: 10/10/1938
დახვრეტის თარიღი: 11/01/1938
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: საგამოძიებო საქმეში არსებობს უკრაინის შინსახკომის ცნობა იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი არის კ/რ შინაგანი დაცვის სამმართველოს საქმესთან კავშირში გასამართლებულ სლიპანსკის და ბონდარტის ჩვენებებით. ამას გარდა არსებობს რეპრესირებული გვალიას ჩვენება ბრალდებულ ჩუგაის აფხაზეთში მავნებლური საქმიანობის შესახებ.