1937 წლის 15 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1905 წ.
ეროვნება: რუსი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: რუსეთი, ვორონეჟის გუბერნია, სოფ. იასენკი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, ოჩამჩირის რაიონი, აკვასკია
განათლება: დაწყებითი
სოც. წარმომავლობა: საშუალო გლეხი
პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი, 1934 წელს გარიცხულია სკკპ(ბ) რიგებიდან პარტიული დისციპლინის დარღვევის გამო.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე მუშაობდა ტრესტ „ტყვარჩელნახშირის“ საბადოს მაღაროს მე-5 უბნის უფროსის თანაშემწედ.
ნასამართლობა: წარსულში არა არის ნასამართლევი.
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება. მოთავსებულ იქნა საქ. სსრ შინსახკომის ოჩამჩირის რაიგანყ-ის შიგა იზოლატორში.
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: გამოძიებას აწარმოებდა ბაბალოვი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ 1) იყო კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12-1934 წ. განახორციელა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც შემდგომშიც, 1934-1937 წლებში, ამზადებდა ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) შედიოდა ტყვარჩელის ქვანახშირის მადნის მაღაროებზე არსებულ კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ მავნებლურ დაჯგუფებაში. მაღაროს მუშებს შორის სისტემატურად ატარებდა კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ პროპაგანდას, ავრცელებდა ცილისმწამებლურ განცხადებებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ; 3) დაკავშირებული იყო მავნებელ ინჟინერ ვ. ლ. საბანსკისთან და მისი დავალებით ქვანახშირის მაღაროში ატარებდა კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. კონტრრევოლუციონერი მავნებლის, უბნის უფროსის, ინჟინერ გურულის დავალებით გეგმავდა შახტის აფეთქებას.
მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 06/18/1937
სხდომის თარიღი: 10/04/1937
დახვრეტის თარიღი: 10/05/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: