ლა ლე ლვ ლი ლო ლუ
ლაბ ლაგ ლად ლავ ლაზ ლაი ლაკ ლან ლაპ ლარ ლას ლაფ ლაღ ლაშ ლაც

ლაიშევი ზაგიდულა აბუბაკირის ძე

1937 წლის 15 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი

დაბადების თარიღი: 03/22/1931
ეროვნება: თათარი
ოჯახური მდგ.: უცოლშვილო
დაბადების ადგილი: რუსეთი, მორდოვეთი, კრასნოსლობოდის მაზრა, სოფ. ბოლშოი შუსტრუი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, კალინინის რაიონი
განათლება: არასრული საშუალო
სოც. წარმომავლობა: ვაჭარი
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 54-ე ავიარაზმის წითელარმიელი. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში გაწვევამდე მსახურობდა სადგურ რუზაევკაში მატარებლების მზეთავად.
ნასამართლობა: 1934 წელს დააპატიმრა იაპონიის ჟანდარმერიამ ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზაზე აკკ (ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირი) იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრობის და იაპონიის წინააღმდეგ მავნებლობის ბრალდებით. ნასამართლევი არ ყოფილა. იაპონიის ჟანდარმერიის პატიმრობაში იმყოფებოდა 19/09-1934 წ.-დან 23/02-1935 წ.-მდე.
განყოფილება: შინსახკომის მე-5 განყოფილება
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი: გამომძიებელი - დუდკინი
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ 1) იყო კ/რ ტერორისტული ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ და ამ სახელმწიფოს დაზვერვის დავალებით ამზადებდა ტერაქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 2) არმიაში ყოფნისას ჯაშუშობის მიზნით აგროვებდა ცნობებს. 3) ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას.
მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 06/25/1937
სხდომის თარიღი: 10/03/1937
დახვრეტის თარიღი: 10/03/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: 1912-1935 წწ. ცხოვრობდა მანჯურიაში. არის ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს ცნობილი მზვერავის, ოსმან ლაიშევის ძმისშვილი. ვაჭრის ვაჟი. 1931/32-1934 წწ. იყო აკკ (ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირი) ორგანიზაციის წევრი. ამ პერიოდშივე იყო ჩინეთის - აღმოსავლეთის რკინიგზის სადგურ პოგრანიჩნაიას იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი.

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9