1937 წლის 15 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1891 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: ქუთაისის რაიონი, სოფ. აბედათი, საქართველო
საცხოვრ. ადგილი: ქ. სამტრედია, საქართველოს სსრ
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: წარსულში - მენშევიკების პარტიის წევრი
სამუშაო ადგილი:
ნასამართლობა: დაპატიმრებულ იქნა 1922 წ. კონტრრევოლუციონერობაში ბრალდებით. საქართველოს საგანგებო კომისიის პრეზიდიუმის დადგენილებით აღრიცხვიდან მოხსნილია 04.05-1922 წ. არასაკმარისი მტკიცებულებების მიზეზით. 12-01-1923 წ. რსფსრ შინსახკომის კომისიის სხდომის მიერ მიესაჯა სევეროდვინსკის გუბერნიაში 3 წლით გადასახლება, მთავარი პოლიტსამმართველოს მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან იყო მენშევიკი და ა. გ. (ანტისაბჭოურად განწყობილი?). 02.11-1923 წ. შინსახკომის განწესებით გადასროლილია თურქესტანში, ამუ-დარიის ოლქში იმავე ვადით.
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: გიორგი (ქაჩუ) კონსტანტინეს ძე ჩიქოვანმა 1937 წლის 18 ივნისის დაკითხვაზე მისცა ჩვენება, რომ ნოე ჟორდანიამ მას უთხრა, რომ საქართველოს კონტრრევოლუციურ ორგანიზაციას ბუდუ მდივანი, მალაქია ტოროშელიძე და სერგო ქავთარაძე ხელმძღვანელობენ და აქტიურ არალეგალურ საქმიანობას ეწევიან. ჩიქოვანის ჩვენებით, ნოე ჟორდანიასთან მისი პირველი შეხვედრის დროს მან მიიღო კონტრრევოლუციური საქმიანობის გააქტიურების მითითება. ნოე ჟორდანიამ უთხრა, რომ საქართველოში ემისრად გამოგზავნილია პარიზში სწავლადამთავრებული შალვა ცინცაძე, რომელსაც მიცემული აქვს დავალება, კონტრრევოლუციური კავშირი დაამყაროს პირადად საქ. მენშევიკთა არალეგალური ცკ-ს წევრ გიორგი ცინცაძესთან და თავად ჩაერთოს ორგანიზაციის საქმიანობაში.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 09/30/1937
დახვრეტის თარიღი: 09/30/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: ორ სტალინურ სიაშია: 10.08-1937 და 15.09-1937 წწ.