1937 წლის 15 სექტემბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი
დაბადების თარიღი: 1899 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: სომხეთიერევანი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, კუდრიავცევის ქ. № 26
განათლება: არასრული საშუალო
სოც. წარმომავლობა: ვაჭარი
პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი
სამუშაო ადგილი: კიროვის სახელობის რაიონული საჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მუშაობდა თბილისში, ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასკომის ორგანიზაციული განყ-ის გამგის მოადგილედ. 1919 წელს მუშაობდა სარატოვის გუბერნიის საგანგებო კომისიის საქმეთა მწარმოებლად
ნასამართლობა:
განყოფილება:
გაასამართლა: სამხედრო კოლეგია
მომხსენებელი:
მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
ბრალად ედება: რომ 1) 1920 წლის მაისის აჯანყების დროს ბოლშევიკების გამოსვლებში ხეჩუმიანს არავითარი მონაწილეობა არ მიუღია; 2) თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი მხრივ, დენიკინის კონტრდაზვერვა, რომლის წევრებიც იყვნენ ხეჩუმიანი და პოგოდინი, მუშაობდა დაშნაკურ კონტრდაზვერვასთან მჭიდრო კავშირში, და მეორე მხრივ, რომ საქ. სსრ შინსახკომის ხელთ არსებული მოწმეთა ჩვენებები უარყოფენ ბოლშევიკურ იატაკქვეშეთში ვ. გ. ხეჩუმიანის იმდროინდელ მუშაობას, იქმნება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ხეჩუმიანი იყო დაშნაკური კონტრდაზვერვის ერთ-ერთი ინფორმატორი 1920 წლის მაისის აჯანყების მონაწილეთა ვინაობის თაობაზე. ცნობილია, რომ დაშნაკურმა კონტრდაზვერვამ ჩააქრო ეს აჯანყება, რადგან ჰქონდა მონაწილეთა ზუსტი სიები; 3) თბილისში ყოფნისას, 1928 წელს, ხეჩუმიანი ავლენდა ნათლად გამოხატულ ტროცკისტულ ტენდენციებს, იყო მჭიდრო კავშირში დახავსებულ კონტრრევოლუციონერ ტროცკისტებთან: მადანსკის, ვარნაზოვს, პეტრე აღნიაშვილსა და სხვებთან, ცდილობდა, შენიღბულად დაემკვიდრებინა ანტიპარტიული დებულებები იმ ლიტერატურაში, რომელსაც იგი, როგორც ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასკომის ორგანიზაციული განყ-ის გამგის მოადგილე, უშვებდა; 4) 1934 წელს იყო ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასკომის ორგანიზაციული განყ-ის პარტკომის მდივანი, და იცოდა ამავე ორგანიზაციის თანამშრომლის, გ. ა. ფლეგონტოვის კონტრრევოლუციური ფაშისტური გამონათქვამები, ხეჩუმიანმა არაფერი იღონა; 5) 1936 წელს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასკომის საქმეთა მწარმოებლის ყოფილმა მოადგილემ, პეტრე ზუმბაძემ, პარტიულ ორგანოებში განაცხადა, რომ ხეჩუმიანი მალავს თავის კავშირს დენიკინის კონტრდაზვერვასთან, მონაწილეობდა კომუნისტების დახვრეტაში და უცხო ელემენტია. საქმე გაირჩა პარტიული წესით, ხეჩუმიანმა, წარმოადგინა ყალბი ცნობები და ნაწილობრივ შეძლო რეაბილიტაცია.
მუხლი:
სასჯელის ზომა: დახვრეტა
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 10/02/1937
დახვრეტის თარიღი: 10/03/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: