ია იგ იდ ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იშ
იოა იოვ იოლ იონ იორ იოს იოფ

იოფე მოსე დავითის ძე

1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1901 წ.
ეროვნება: ებრაელი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: აჭარა, ბათუმი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ბათუმი, თბილისის ქ. №30
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: ვაჭარი, ყოფილი ვაჭრის ოჯახიდან.
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე მუშაობდა ორთაბათუმის ჩაის ფაბრიკის ტექნოლოგად.
ნასამართლობა: 1933 წ. იყო დაპატიმრებული კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით.
განყოფილება: აჭარის ასსრ-ის შინსახკომი
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: მინინი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1934 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო ჩაქვის ფაბრიკაში არსებული კ/რ დივერსიული, მავნებლური და ჯაშუშური ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა დივერსიულ, მავნებლურ-ძირგამომთხრელ საქმიანობას ჩაის მრეწველობის დარგში, აფუჭებდა ჩაის პროდუქციის ხარისხს და წარმოებაში არ უშვებდა მწვანე ბაიხის ჩაის იაპონური დაზვერვის ინტერესების გამო. თავისი დივერსიულ-მავნებლური საქმიანობით სახელმწიფოს მიაყენა 200 000 მანეთის მატრიალური ზარალი. 1934 წლიდან დაპატიმრების დღემდე (02/VIII-1937 წ.) იყო იაპონიის დაზვერვის აგენტი. დივერსიული, მავნებლური და ჯაშუშური საქმიანობისთვის იაპონელი მზვერავის, სუგაკასგან მიიღო თანხა 5 000 მანეთის ოდენობით.
მუხლი: 58-1-ა, 58-9, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 08/02/1937
სხდომის თარიღი: 11/10/1937
დახვრეტის თარიღი: 11/15/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9