1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი
დაბადების თარიღი: 1887 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: თურქმენეთი, აშხაბადი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: ინჟინერ-ელექტრიკოსი; თბილისის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გოცირიძე
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტულ- ჯაშუშური და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. 1934 წელს ფლეიშერი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა რადიოსამმართველოში არსებული ამ ორგანიზაციისა და რადიოსამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ვ. კ. მნაცაკანოვმა. იმავე 1934 წელს ჯაშუშობაში ჩაბმის მიზნით გადაიბირა თბილისში გერმანია-პოლონეთის რეზიდენტმა ვლადიმირ კარლის ძე გინცმა. 1937 წ. 4 სექტემბრამდე (დაპატიმრებამდე) ეწეოდა აქტიურ კ/რ ჯაშუშურ-ტერორისტულ და მავნებლურ საქმიანობას. კერძოდ, გერმანია-პოლონეთის სადაზვერვო სამსახურის რეზიდენტს, ვ. კ. გინცს აწვდიდა საიდუმლო მასალებს „რადიომშენებლობის“ შესახებ და შესაბამის ობიექტებზე ეწეოდა მავნებლურ-დივერსიულ საქმიანობას. იცოდა ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების შესახებ, რაც გულისხმობდა ტერორის მოწყობას საკავშირო კპ(ბ)-ისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.
მუხლი: 58-6, 58-7, 58-8 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 09/04/1937
სხდომის თარიღი: 11/09/1937
დახვრეტის თარიღი: 11/10/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: ყოფილი საზღვაო ოფიცერი.