გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაბ გაგ გად გავ გაზ გაი გალ გამ გარ გას გაჩ გახ გაჯ

გაგლოევი ანდრეი (რუტენ) ნესტორის ძე

1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1888 წ.
ეროვნება: ოსი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, ჯავის რაიონი, სოფ. ვანელი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, დაბა ჯავა
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: გლეხი
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - „ძაუჰესის“ მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებელი
ნასამართლობა: 1921 წ. კ/რ საქმიანობისთვის ყოფილი სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის მიერ მიესაჯა საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობა, სადანაც გაიქცა და გადავიდა ჯერ ესტონეთში, შემდეგ კი პოლონეთში.
განყოფილება: შინსახკომი
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: პედანი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1921 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო ორი უცხო ქვეყნის დაზვერვის აგენტი, დაკავებული იყო ჯაშუშური და მავნებლური საქმიანობისთვის, ასევე, ეწეოდა კ/რ ელემენტების გადაბირებას კ/რ მემაბოხე ჯგუფების ფორმირებისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ დაიწყებოდა ომი საბჭოთა კავშირში. თავის ჯაშუშურ, დივერსიულ-მავნებლურ ქსელში ჩაითრია 8 ადამიანი, ხოლო მათგან 6 ადამიანი უშუალოდ თვითონ გადაიბირა. ამ კ/რ საქმიანობისთვის საზღვარგარეთის დაზვერვისგან მიიღო ანაზღაურება 24 ათასი მანეთის ოდენობით.
მუხლი: 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 11/09/1937
დახვრეტის თარიღი: 11/10/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9