ებ ეგ ედ ევ ეზ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ეჟ ერ ეს ეფ ეძ ეხ ეჯ
ერა ერგ ერე ერზ ერი ერმ ერო

ერისთავი ალექსანდრე სერგოს ძე

1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1891 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
განათლება: განათლებული
სოც. წარმომავლობა: აზნაური
პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1917 წლიდან.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - აჭარკოოპკავშირის თავმჯდომარე
ნასამართლობა: გასამართლებული იყო 1920 წ. თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო.
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გოცირიძე
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელებზე ტერორისტული აქტების განხორციელების და დივერსიულ-მავნებლური საქმიანობის განხორციელებით სახალხო მეურნეობის დარგში. ა. ს. ერისთავი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1936 წ. აწ გასამართლებულმა ხალხის მტერმა, საქართველოს მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გ. ა. მგალობლიშვილმა. კ/რ ორგანიზაციაში შესვლის დღიდან, დპატიმრების დღემდე (15-VII-1937 წ.) ბრალდებული ერისთავი ეწეოდა კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობას კოოპერაციის ხაზით - მოსახლეობის ფართო მოხმარების საქონლით მომარაგების ხაზით ტვირთბრუნვის გეგმის ჩაგდების და სხვ. გზით. იყო საქართველოში მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის მიერ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მეთოდის საქმის კურსში და განხორიცელებული კ/რ საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებდა უშუალოდ მემარჯვენეთა კ/რ ცენტრის ხელმძღვანელს, აწ გასამართლებულ ხალხის მტერს, გ. მგალობლიშვილს.
მუხლი: 58-7, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 07/15/1937
სხდომის თარიღი: 11/09/1937
დახვრეტის თარიღი: 11/10/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9