ია იგ იდ ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იშ
ივა

ივანიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე

1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1891 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
საცხოვრ. ადგილი:
განათლება:
სოც. წარმომავლობა: შემნახველი სალაროს მფლობელის შვილი.
პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1923 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - საქ. მომარაგება-გასაღების დირექტორი
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე.
განყოფილება: შინსახკომის მე-3 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: ალექსეიჩუკი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1926 წ.-დან დაპატიმრების დღემდე 1937 წ. ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. კავშირში იყო გერმანიის რეზიდენტ ხ. ა. კიურკჩიბაშევთან. 1929 წ. ნ. გ. ივანიშვილი შევიდა მემარჯვენეთა კ/რ დივერსიულ-მავნებლურ, ჯაშუშურ და ტერორისტულ ორგანიზაციაში, რომლის დავალებითაც მავნებლობდა „სოიუზტრანსში“ (საკავშირო ტრანსპორტი), „ვნეშტორგში“ (საგარეო ვაჭრობა), და „გრუზსნაბსბიტში“ (საქ. მომარაგება-გასაღებაში). შედიოდა საბრძოლო ტერორისტული ჯგუფის შემადგენლობაში და აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტული აქტების მომზადებაში საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სკკპ(ბ) წევრებისა და მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობა, რომელიც მიმართული იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობისა და კაპიტალიზმის დამყარებისაკენ იბირებდა ახალ წევრებს.
მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-8, 58-10, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 11/09/1937
დახვრეტის თარიღი: 11/10/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9