1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი
დაბადების თარიღი: 1904 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი
დაბადების ადგილი: საქართველო, ხონი, სოფ. კუხი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ბათუმი, კოოპერაცია №23
განათლება: უმაღლესი
სოც. წარმომავლობა: ვაჭარი, ყოფილი ვაჭრების ოჯახიდან.
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - ბუკნარის ტუნგის საშენის აგრონომი
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
განყოფილება: აჭარის ასსრ-ს შინსახკომი
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: მინინი
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ 1936 წლის აგვისტოდან დაპატიმრების დღემდე (01/VIII-1937 წ.) იყო კ/რ ტროცკისტულ-დივერსიული, მავნებლური და ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა დივერსიულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ბუკნარის ტუნგის საშენში ტუნგის კულტურის მოყვანისას, ამარაგებდა კოლმეურნეობებს და საბჭოთა მეურნეობებს უხარისხო დასარგავი ტუნგის მასალით. შესაწამლი კონცენტრატის არასწორი შესხურების შედეგად დაიწვა 7 000 ძირი ტუნგის ნერგი. მავნებლური მოვლის შედეგად განადგურდა 26 000 ტუნგის ძირი. 17 000 ტუნგის ძირი აღმოჩნდა უვარგისი. გაავრცელა ტუნგის კულტურის გადამდები დაავადება „ხუზარეოზი“. მან კ/რ დივერსიულ-მავნებლური საქმიანობის გასამრჯელოდ მიიღო 2 300 მანეთი. ორგნიზაცია, რომელის წევრიც იყო კაკაბაძე, ამზადებდა ტერორისტულ აქტებს კომპარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ.
მუხლი: 58-8, 58-9, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 08/01/1937
სხდომის თარიღი: 11/10/1937
დახვრეტის თარიღი: 11/15/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |