შა შე შვ ში შკ შლ შმ შო შპ შტ შუ შჩ
შაბ შად შავ შაი შაკ შალ შამ შან შაპ შარ შატ შაფ შაქ შაშ შახ

შაფიროვი სერგო ქრისტეფორეს ძე

1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1902 წ.
ეროვნება: სომეხი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: აზერბაიჯანი, მთიანი ყარაბაღი, ქ. შუშა
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1928 წლიდან
სამუშაო ადგილი: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმ. №6 განყოფილების მე-2 ქვეგანყოფილების რწმუნებული
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გოცირიძე
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების განხორციელების და უცხოეთი ქვეყნების სასარგებლოდ შპიონაჟის გზით. ბრალდებული ს. შაფიროვი 1936 წ. სექტემბერში გადაიბირა აწ უკვე დახვრეტილმა ხალხის მტრერმა, საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს №6 განყოფილების ყოფილმა უფროსმა მ. ს. ძიძიგურმა. მონაწილეობდა კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის არალეგალურ შეკრებებში და საქართველოს კპ(ბ)-ის ცენტრალური კომიტეტის მდივანის ლ. პ. ბერიასა და საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარის ს. ა. გოგლიძის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადების და განხორციელების საკითხების განხილვაში. ტერორისტული აქტების განხორციელების მიზნით ასრულებდა სხვადასხვა დავალებას, რომლებიც მიმართული იყო ტერორისტული აქტების მომზადების და განხორციელებისკენ. კ/რ ტერორისტული საქმიანობაში კავშირში იყო კ/რ ტერორისტული ორგანიზაციის რიგ წევრებთან.
მუხლი: 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 07/13/1937
სხდომის თარიღი: 11/09/1937
დახვრეტის თარიღი: 11/10/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9