1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი
დაბადების თარიღი: 1901 წ.
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, სიღნაღი, სოფ. ანაგა
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1919 წლიდან
სამუშაო ადგილი: ცეკავშირის სპირტიანი სასმელების ქარხნის დირექტორი
ნასამართლობა:
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გოცირიძე
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო წევრი მემარჯვენეთა კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა წყობის დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-სა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ინდივიდუალური ტერორის, სახალხო მეურნეობის სისტემაში დივერსიულ-მავნებლური აქტების განხორციელების გზით. ციციშვილი კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1934 წ. მარტში აწ გასამართლებულმა ხალხის მტერმა, მისმა ძმამ მოსე ვარამაშვილმა. ბრალდებული ციციშვილი დაპატიმრების დღემდე (22.08.1937) ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, აწარმოებდა ახალი წევრების გადაბირებას, ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას სასაქონლო ბრუნვის გეგმის ჩავარდნის, ფართო მოხმარების საქონლით მოქალაქეთა მომარაგების ჩაგდების, საქონლის გამიზნული დასაწყობების და ა.შ. გზით. ბრალდებულმა იცოდა კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების შესახებ, რომლებიც გულისხმობდა ტერორის მოწყობას პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. თავი ცნო დამნაშავედ.
მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი: 08/22/1937
სხდომის თარიღი: 11/09/1937
დახვრეტის თარიღი: 11/10/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა: