წა წე წვ წი წუ
წვე

წვერავა ივანე ესტატეს ძე

1937 წლის 21 ოქტომბრის სია, ხელმოწერა: სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი

დაბადების თარიღი: 1887 წ.
ეროვნება:
ოჯახური მდგ.:
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
საცხოვრ. ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
განათლება:
სოც. წარმომავლობა:
პარტიულობა: უპარტიო
სამუშაო ადგილი: კავშირგაბმულობის ინჟინერთა ინსტიტუტის გამოყენებითი რადიოტექნიკის კათედრის გამგე
ნასამართლობა: ყოფილი გაერთიანებული მთავარი პოლიტიკური სამმართველოს მიერ წარსულში პასუხისგებაში მიცემული იყო ჯაშუშობის ბრალდებით
განყოფილება: შინსახკომის მე-4 განყოფილება
გაასამართლა: შინსახკომის სამეული
მომხსენებელი: გოცირიძე
მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტულ-ჯაშუშური და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორის, დივერსიულ-მავნებლური აქტებისა და უცხოეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობის გზით. წვერავა კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 1933 წელს ამავე ორგანიზაციის წევრის, აწ დახვრეტილი ხალხის მტრის, ე. კვანტალიანის და ხალხის მტრის ვ. კ. მნაცაკანოვის მიერ. წვერავა ეწეოდა აქტიურ კ/რ საქმიანობას, იბირებდა ახალ წევრებს. ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას რადიომშენებლობაში, მისი საბოლოოდ ჩაშლისა და კაპიტალდაბანდების „გაყინვის“ მიზნით. წვერავა ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის სასარგებლოდ, კერძოდ, თბილისში გერმანიის საკონსულოსთან დაკავშირებულ გერმანიის დაზვერვის რეზიდენტს ვ. კ. გინცს აწვდიდა ჯაშუშური ხასიათის მასალებს. წვერავა საქმის კურსში იყო კ/რ ორგანიზაციის ტერორისტული გეგმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო ტერორი სკპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ.
მუხლი: 58-7, 58-11, 58-8, 58-6
სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია
დაპატიმრების თარიღი:
სხდომის თარიღი: 11/09/1937
დახვრეტის თარიღი: 11/10/1937
რეაბილიტაცია:
შენიშვნა:

Source: სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – HEINRICH BÖLL STIFTUNG SOUTH CAUCASUS, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – INSTITUTE FOR DEVELOPMENT OF FREEDOM OF INFORMATION (IDFI), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო – Embassy of Switzerland in Georgia. - 2013.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9