განსხვავებულობა, არამსგავსება
- ვინაჲთგან უკუე დიდიცა და მცირე ითქუმიან ყოველთა მიზეზისათჳს, იგივეობაჲ და სხუაობაჲ, მსგავსებაჲ და უმსგავსობაჲ, დგომაჲ და მოძრავობაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.1); – ἀνομοιότης ἡ – საღმრთოჲ უკუე ნეტარებაჲ... შეურევნელ არს ყოვლისა უმსგავსოებისაგან (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.2); სადა ხატოვნებაჲ ერთ იყოს, მუნ სადა არს უმსგავსოებაჲ? (ბას., ექუს., გ. ათ., 113, 35-36); – ἀνόμοιον τό – რაოდენობასაცა შინა იხილვების მსგავსებაჲ და უმსგავსოებაჲ (დამასკ., დიალ., არს. 38,22); – ἀνόμοιος – ვინაჲცა მოკლებაჲ სადმე არს... უმჴნობაჲ და დაუწყნარებლობაჲ და უმსგავსოობაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.32); – ნეოპლატ. არსის, სერიის მწკრივთა წარმონაარსების განმასხვავებელი მიზეზი, არამსგავსება – ἀνόμοιον τό – (იხ. პეტრ., განმარტ.: ვიძიოთ მიზეზი, რომელი ასხუაებდეს ყოველთა წარმონაარსთა ნათხზსა შორის სირაჲსასა, რომელ არს უმსგავსოობაჲ. იუწყე, რომელ უმსგავსოობისა მიერ გასხუავდების ყოველი გასხუაებული, რამეთუ არა თუმცა იყო ძალი და მიზეზი გამასხუაებელი, არამცა ეგო სირაჲ რიცხუთაჲ, არცამცა სირაჲ მყოფთაჲ (პრ., კავშ., განმარტ., პეტრ., 29; 79.5-10); მსგავსნი მსგავსებისა მიერ იქმნებიან მსგავს და არა უმსგავსოობისა (პრ., კავშ., პეტრ., 29; 25.7); – ἀνομοιότης ἡ – თანშეჰკრავს უკუე ყოველთა მსგავსებაჲ, ვითარ-იგი განსწვალებს უმსგავსობაჲ და განაყენებს (პრ., კავშ., პეტრ., 32; 26.17-20)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.