და დგ დე დი დრ დუ დღ
დაბ დად დავ დაზ დათ დაკ დამ დან დარ დას დატ დაუ დაფ დაყ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჰ დაჴ

დასაბამ-ი

Gk. ἀρχη ἡ
საწყისი, დასაწყისი, სათავე, წყარო, პირველსაწყისი, პირველმიზეზი, ძირითადი პრინციპი, საფუძველი; ამოსავალი დებულება, წინამძღვარი

I. 1. დასაბამი, აბსოლუტური საწყისი, პრინციპი – ესე უკუჱ პირველ საუკუნეთაჲ დასაბამსა შინა ღმრთისაჲთა (თტე., მიქ. 5.2, გელ., K 1, 401v); ღმერთი სიტყუაჲ, და მიერ გამოსავალთა დასაბამისაგან მქონებელი, იტყჳს (თტე., მიქ. 5.2, გელ., K 1, 401v); გამოსავალნი მისნი დასაბამისა საუკუნოჲსა დღეთაგან (თტე., მიქ. 5.2, გელ., K 1, 402r); სათნო-ყოფაჲ მამისაჲ მოვლინება-ყოფად ჰგონე, რომლისა მიმართ აღავლენს თჳსთა და ვითარცა დასაბამსა პატივ-სცემს უჟამოსა და არა საგონებელ-ყოფისათჳს ღმრთის წინააღმდგომობისა (სტით., სომხ. წვალ., არს., II,10); ერთი ვიდრემე არს დასაბამი – კეთილი, ყოვლისა სიბოროტისაგან განშორებული (დამასკ., გარდ., 282, არს.); ზეცისათა მათცა დასაბამთა და შესრულებათა მიზეზ იგივე ბუნებითი სახიერებაჲ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.4); მის-ძლით და მისგან და მის შორის არს ყოველი დასაბამი იგავითი, სრულებითი, მოქმედებითი, თჳთებითი, შენივთებითი და ზოგად ყოველი დასაბამი, ყოველი პყრობაჲ, ყოველი დასასრული (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10); უეჭუელად ყოველთა და ბოროტთაცა დასაბამი და დასასრული კეთილი არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.31); ჴელოვნებათა მიერ მღდელთ-მთავრობითთა მღდელ-მოქმედად თჳსისა გამობრწყინვებისა საიდუმლოთა და თჳსისა დასაბამისა მიმართ მამსგავსებელად (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.2); დასაბამი აქუნდა შჯულსა (თტე., რიცხ. 18, გელ., A 1108, 53r); დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ (ნაზ., ჰომ., ეფთ. // ეფრ., 21, VI); დასაბამ სახარებისა – რომლისა ღმრთისაჲ იტყჳს ყოფად (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,1);
2. – ღმერთი, პირველმიზეზი, აბსოლუტური საწყისი – ვითარცა ყოვლისავე არსებისა ზეშთადასაბამისა დასაბამი და მიზეზი და ყოველთავე ზეშთაარსებისა უთჳსოჲთა შეცვითა მპყრობელი და გარე-შემცველი (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.4); უშობელი, დაუსაბამოჲ, დასაბამი და მიზეზი ყოველთაჲ (მიქ., მრწ. 2, ეფთ., Jer. 151, 82r); უშობელი, დაუსაბამოჲ, დასაბამი და მიზეზი ყოველთაჲ (თტე., მრწ. 2, თეოფ., Jer. 23, 339v); არცამცა წოდებული იყო დასაბამად, უკუეთუმცა სხუაჲ დასაბამი აქუნდა თჳსსა უწინარესი (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., I, 5); სახელმან ამან ქრისტესმან პირველთა სადმე ჟამთაგან საწინასწარმეტყუელოჲსა სიტჳსა მიერ მიიღო დასაბამი და ძუელისა მოცემისაგან (სტით., სომხ. წვალ., არს., I,15); ვითარმცა მათ მიერ ესენი ყოველთა არსებათა უზეშთაესისა მის დასაბამისა აღიყვანებოდეს (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.2); უგალობდეთ კეთილთ-მომცემელსა მას დასაბამსა ყოვლისავე დიდებულისა ნათელთ-საჩინოებისასა, ვითარ-იგი თჳთ თავისა თჳსისათჳს საღმრთოთა სიტყუათა შინა მომცა ჩუენ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.3); ყოველთა მიზეზ არს და დასაბამ და არსება და ცხორება (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.3); ყოვლისავე დასაბამისა დასაბამ ზეშთაარსებისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.3); ყოვლისავე ცხორებისა და არსებისა მიზეზთადა დასაბამ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.3); და მის შორის, ვითარცა მიზეზისა, და თავსა შორის თჳსსა შემომკრებელისა დასაბამსა და აღსასრულსა ყოველთა დაბადებულთასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.7); და იგი არს ყოველთა დასაბამ და დასასრულ ზეშთადასაბამისა და ზეშთადასასრულისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10); და თჳთ იესუცა, ღმერთ-მთავრობითი იგი გონებაჲ და ზეშთაარსებისა ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა სიწმიდისა და ღმერთ-მოქმედებისა დასაბამი და არსებაჲ და ღმერთ-მთავრობითი ძალი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.1);ἀρχίθεος – ხოლო იგი არარაჲთ უდარეს პირველისა არს ერთ ღმერთ, დასაბამი ღმერთთაჲ და ზეშთაღმერთთა უზეშთაესი არსებათაჲ, განუყოფელ განყოფილთა შორის, შეერთებულ თავით თჳსით, შეურევნელ და განუმრავლებელ მრავალთა შორის (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.11);τελεταρχἰα ἡ – ღმერთი არს... განსრულებადთა – დასაბამ სრულებისა (დამასკ., გარდ., 65, ეფრ.);
3. – დასაბამი მიზეზი, საწყისი, წყარო, სათავე – ἀρχή – აწ ჩუენისა ამის მღდელთ-მთავრობისა დასაბამსა და არსებასა…ჴელ-ვყო შემწედ მოწოდებითა ყოვლისავე მღდელთ-მთავრობისა დასაბამისა და სრულ-მყოფელისა იესუსითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2); უკუეთუ ესე შეუძლებელ არს, სხჳსა და სხჳსა დასაბამისა და მიზეზისაგან იყვნენ და კეთილიცა და ბოროტიცა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.21); ანუ კუალად ორნი დასაბამნი იყვნენ და იგინიცა სხჳსა ერთისა თავისაგან გამომავალნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.28); ნუცა ჰგონებ, ვითარმედ პირველითგანვე არს ბუნებაჲ ბოროტისაჲ, არამედ თითოეული დასაბამი არს ბოროტისა თჳსისაჲ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 34, 17-18); ხოლო ჯერ-იყო, რაჲთა არა დასაბამი ხოლო ბუნებისა ჩუენისაჲ ზიარ იქმნეს უაღრესისა (დამასკ., გარდ., არს., 246); რომლისა დასაბამმან ქცეულებისგან იწყო, ქცევადი არს ბუნებით (დამასკ., ორთა ნებ., არს., S 1463, 134v); ათნი მხოლოდ არიან დასაბამნი (ამონ., ტარიჭ., 64,33); ბუნებაჲ არს დასაბამი თითოეულისა არსთაგანისა ძრვისა და მყუდროებისაჲ (დამასკ., დიალ., 26,1, ეფრ.); შეპყრობად ასულისა სურვიელ იყო არა ვითარცა მამაჲ მისი, არამედ, უფროჲსცა, ვითარცა ძე დასაბამითგან კაცისმკლველისაჲ (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 135r); დასაბამთა შორის – ἐν τοῖς ἀρχηγικοῖς – ყოველი უმეტეს ყოვლებრივი დასაბამთა შორის პირველ ნაწილთჲსა თჳსთ მზიარებელთაჲსა ბრწყინავს (პრ., კავშ., პეტრ., 70; 45,22); გონიერსაცა [ბუნებასა] ეგრეთვე [აქუს ბუნებითად] თჳთჴელმწიფე მოძრავობაჲ. – და ეგეცა მისცეს უეჭუელად შესადგინებელად თჳსთა დასაბამთა მეშჯულემან (მქს., პიროს., გელ., 25,15);

II. დასაწყისი დროში – დასაბამსა დაჰბადა რაჲ ღმერთმან კაცი ბუნებაჲ, უცოდველი შექმნა იგი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134v); ყოველი სიტყუაჲ ღმრთისაჲ დასაბამი გეგმად დაიდვა სახისაგან (გაბალ., ექუს., ანონ., 178); რომელი ქმნა ღმერთმან დასაბამითგან და ვიდრე დასასრულამდე (ეკლსტ., გელ., 75. I); ცხად არს, ვითარმედ მიწისა მიმართ, რომლისაგანცა მოღებულ იქმნეს დასაბამსა (ეკლსტ., გელ., 171. II); ვერსადა ძალ-უც შეცვალებაჲ დასაბამითგან ღმრთისა მიერ მოცემულისა მისდა სახელისდებისაჲ (ეკლსტ., გელ., 171. II); უკუეთუ ვინმე იცილებოდეს და დასაბამსა ჟამად იტყოდის განყოს იგი ნაწილად ჟამისა, ესე იგი არს დასაბამად და განზოგებად და დასასრულად (ბას., ექუს., გ. ათ., 8, 9-11); და შემდგომებაჲცა იგი ბუნებისაჲ, რომელი პირველით ბრძანებითგან აღიძრა და დასაბამი მიიღო, ეგრეთვე ვალს შემდგომითი-შემდგომად მომავალთა შინა ჟამთა, ვიდრემდის ზოგადსა მას ყოველთა აღსასრულსა მიიწიოს (ბას., ექუს., გ. ათ., 62, 30-33); კაცობრივი რა ბუნება დასაბამითგანვე საღმრთოთა კეთილთაგან შეცთომილ იქმნა უგუნურებით (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.11); ἡ ἀρχή – განსაზღვრებულა დასაბამი ყოველთა მყოფთაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 14; 14.12-13);τὸ ἀρχὴν χρονικήν – რომელსა ჟამითი დასაბამი არა ჰქონდის, არცა დასასრული ჰქონდის ოდესმე, და რომელსა არა ჰქონდის დასასრული, საჭირვო არს, რაჲთა არცა დასაბამი ოდესმე ჰქონდის (პრ., კავშ., პეტრ., 206; 124.1-4);

III. – ნეოპლატ. არსის სტრუქტურაში რიგის დასაბამი, დასაწყისი – τὰς ὰρχάς – ყოველი ღმრთებრივთა მოქცევთა დასასრული თჳსთა დასაბამთა ებაძვის, რამეთუ იგებს თჳს-შორის მრგუალსა დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა დასაბამთადმი უკუნქცევისა მიერ (პრ., კავშ., პტრ., 147; 89.17-19);
დასაბამი (ყოველთა) – τῶν πάντων ἀρχῆς – ყოველნი არ ვისდა მზიარებელნი ერთისად დამოკიდებულ არიან ყოველთა დასაბამისად (პრ., კავშ., პეტრ., 100; 62.3-4);
დასაბამ-ი (ყოველთა მყოფთაჲ) – ἡ ἀρχῆς τὰ ὄντα πάντα – განსაზღვრებულა დასაბამი ყოველთა მყოფთაჲ და მიმდრეკი უმჯობეს [არს] მიდრეკილთა (პრ., კავშ., პეტრ., 14; 14.12-13);
დასაბამი და მიზეზი (ჰენდ.) – ἀρχῆ καὶ αἰτία – ვითარ ერთი არს ყოველთა მიზეზი და დასაბამი, ამისთჳის მისნი ვიდრემე მიახლებულნი შეიწრდებიან სიმრავლითა, ხოლო აღორძნდების ძალი, ხოლო შორს მისგან მყოფნი ინაუკმო: განმრავლდებიან რიცხჳთა და შეკნინდების ძალი (ამონ. 67.18-21); გონიერი ცნობაჲ არს დასაბამი და მიზეზი მცნობელობისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 20; 18.15-16);
დასაბამით-გამო-ჲ – ἐξ ἀρχῆς – ჯერ არს უკუე, რაჲთა იყოს პირველი შეერთებული ერთთაგან და ვპოოთ დასაბამით-გამოჲ (პრ; კავშ., პეტრ., 6; 7.29-30)

Synonym: დასაწყის-ი
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9