და დგ დე დი დრ დუ დღ
დაბ დად დავ დაზ დათ დაკ დამ დან დარ დას დატ დაუ დაფ დაყ დაშ დაც დაწ დაჭ დახ დაჰ დაჴ

დასახვა

  1. Gk. ἀποτυπόομαι – ასახვა (გონებაში), შთაბეჭდილების მიღება
    სახის, ფორმის, გარკვეულობის, თავისებურების, ხასიათის მიცემა, გამოხატვა, გამოკვეთა, დახასიათება, განსაზღვრა.
     
    ხოლო რაოდენ უძლავს, ეგოდონ ხოლო დაისახვის (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.2); და რაჲთა მას ოდენ მღდელ-შუენიერებით განიცდიდენ და მის მიერ დაისახვოდინ ძალისაებრ თითოეულთა მათ საცნაურთა გონებათაჲსა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.2); რამეთუ საცნაურად დაჰსახვენ თავთა თჳსთა მსგავსებისა მიმართ ღმრთისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 4. 2);
  2. Gk. διαπλάσσω
    წარმოქმნა, ფორმირება
     
    ცხოველს-მყოფელთა სახეთა მიერ დაისახვიან ღმრთით შობილობისა მის მიერ ცხოველთ-დასაბამისა და ნათელთ-დასაბამისა და ნეტარისა მის წინა-მოყვანებისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.6);
  3. Gk. εἰδοποιέω
    სახის მიცემა // მიღება
     
    უშუერი შეიმკვების და უსახოჲ დაისახვის ნათლის სახისა ცხორებისა მიერ ყოვლითურთ განბრწყინვებული (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.8); ვინაჲცა სამართლად ზეშთაარსებისასა მას სულნელებასა და საცნაურსა შუენიერებასა საღმრთონი იგი მხატვარნი საცნაურებასა შინა თჳსსა უქცეველად დაჰსახვენ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.1);
  4. Gk. διαμορφόω
    ფორმის მიცემა
     
    ამისსა შემდგომად ნივთითა დასახოს და კერპად შექმნას (დამასკ., დიალ., 51,20, ეფრ.);
  5. Gk. μορφόω
     
    მსახურთა მიერ სიტყჳს აღმქუმელობისათა ცხოველს-მყოფელისა შობისა მიმართ დაისახჳან და დაიბადებიან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.I.1); და სახეთ-დასაბამითა მით სიკეთითა ღმრთის სახეობაჲ ჩუენი დაჰსახოს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.7); დასახვად სურვიელ არიან საცნაურისა მის სახისა მისისა, ვითარ-იგი შეჰგავს უუშურველესად მქონებელთა მისსა მიმართისა ზიარებისათა (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.2);
  6. Gk. σχηματίζω
     
    სხჳთა რაოდენებითა ამათ თანა ერთ-სახითა სახეებითა დაჰსახავს ღმრთის-მეტყუელებაჲ ზეცისათა მათ გონებათა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.3);
  7. Gk. χαρακτηρίζω
    დახასიათება, განსაზღვრა
     
    რამეთუ „რომლისაგანი“ და „რომლისამიერი“ და „რომლისაშორისი“ არა ბუნებათა განჰკუეთენ, რამეთუ არამცა იცვალებოდეს წინადადებანი ესე ანუ წესნი სახელთანი, არამედ დაჰსახვენ ერთისა და შეურევნელისა ბუნებისა თჳთებათა (სტით., სომხ. წვალ., არს., III,3); რამეთუ არცა ერთი ნათელი დაჰსახავს მას და ყოველი სიტყუაჲ და გონებაჲ თანა შეუტყუებელად დაკლებულ არიან მსგავსებისაგან მისისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.3); ხოლო დაისახვის იგი სამთა ამათ მიერ (დამასკ., დიალ., 45,7, არს.); თჳთებანი იგი გამომსახველნი შემთხუევითთა წესთაგან იქმნებიან და დაჰსახვენ გუამოვნებასა (დამასკ., დიალ., 13,6, ეფრ.); არა უკუე დაისახვის ყოფად იგი თავად სქესისაგან (ამონ., ტარიჭ., 166,21);χαρακτηρίζοντος – ერთისა მიერ ყოველი დაისახვოდის (პრ., კავშ., პეტრ., 170;102.26);χαρακτηρίζόμενος – თითოეული ამათი მყოფობით დაისახვის და იცნობების თჳთებასა შორის თჳსსა (პრ., კავშ., პეტრ., 103; 64.13-14)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9