ა- აგ ად ავ აი აკ ამ ან აო აპ არ ას აქ აღ აჩ აწ ახ
ადგ

ადგილ-ი

Gk. τόπος ὁ

I. მატერიალური სივრცე. 1. მატერიის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი - განსწავლებს შერწყმულსა ხუთად: ღრამმად, ეპიფანიად, სხეულად, ხრონოდ და ადგილად (ამონ. ტარიჭ. 143, 38); და თჳთ საკუთრად შჳდნი ესე ითქუმიან რაოდენად: პირველად რიცხჳ, მეორედ სიტყუაჲ, მესამედ ჟამი, მეოთხედ ადგილი, მეხუთედ ასოჲ, მეექუსედ განცხადებაჲ, მეშჳდედ გუამი (დამასკ., დიალ., 36,18, ეფრ.). ბუნებანი უფლისანი არც ერთ სხეულ (// გუამ ეფრ.) არიან..., არცა ადგილ, არცა ჟამ, რაჲთა რაოდენობად აღიყვანნენ (დამასკ., გარდ., 233, არს.);
2. მატერიალური, შემოსაზღვრული სივრცე – ვითარმცა იქმნა ადგილ ნივთიერისა უნივთო? (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., IV,7); ადგილ ჴორციელთა არს დასასრული გარეშემცველისაჲ, რომლითა შეიცავს შემცველი შეცვულთა (დამასკ., გარდ., 65, ეფრ.) // ადგილი არს სხეულეანი, დასასრული გარეშემცველისაჲ, რომლითა-იგი გარე-შეიცვის გარეშეცვული (დამასკ., გარდ., 65, არს.); და თჳთ ადგილი გამაცხადებელი არს ჰაერისაჲ, რამეთუ ადგილი შენი განცხადება არს, ესე იგი არს, ვითარმედ დასასრული გარეშემცველისა შენისაჲ ჰაერი არს (დამასკ., დიალ., 36,15 ეფრ.) // და ადგილიცა ვიდრემე ეპიფანიაჲ არს ჰაერისაჲ, რამეთუ ჰაერი შერწყუმულად რაოდენობად აღიყვანების, (დამასკ., დიალ., 36,15, არს.); არცა ადგილითა, გინა საზღვრითა შეპყრობილ არს იგი (ნაზ., ჰომ., 28, 28, ტბელ.); აქუს მას [ცას] გუამი მტკიცე და შედგმული და შემძლებელი განწვალებად გარეშისაგან შინაგანსა, რაოდენიცა ადგილი შემოსაზღვრა (ბას., ექუს., გ. ათ., 21-22, 35); ღმერთი, ვითარცა უნივთოჲ მყოფი და გარეშეუწერელი, ადგილსა შინა არა არს (დამასკ., გარდ., 66, არს.); უდიდო ყოვლითურთ და უზუავო და უნაწილო, რომელი-იგი ადგილსა-შორის შეცვასა ზეშთა დაურჩების, რამეთუ, რომელსა არა ჰქონდის ნაწილი, რომლისა ადგილისაგან შესძლებელ არს გარეშეწერად? რამეთუ ზუავითსა-თანა აქუს ადგილსა მყოფობაჲ, ვინაჲცა ადგილი არს სასროლი გარემომქონებელისაჲ, ვითარ-იგი გარემოშესცავს შეცვულსა (ნემეს., პეტრ., III; 55.14-20); თუ რად-მე სისუბუქე გინა სიმძიმე მიდრეკა არს, არაოდეს დადგეს მძიმე და სუბუქი, ხოლო აწ დადგებიან მიემთხუნენ რაჲ თჳსსა ადგილსა (ნემეს., პეტრ., 39.17-18); [გონიერი] არა-თუ... სხეულებრივთა ადგილთაგან შეიპყრობვის, რამეთუ გონიერ არს და გონიერთაცა ადგილთა არს (ნემეს., პეტრ., III; 55.2-4); [სული] რაჟამს სხეულთა-შორის მყოფად ითქუმოდის, არა-თუ, ვითარ ადგილსა, სხეულთა-შორის არს (ნემეს., პეტრ., III; 55.8-9); [თჳს-შორის მგე] ესრეთ არს თჳს შორის, ვითარ მიზეზსა შორის მიზეზოანი, არა ვითარ ადგილსა შორის, არცა ვითარ ქუემდებარესა შორის: რამეთუ ადგილი ადგილის-შორისისაგან სხუა [არს](პრ., კავშ., პეტრ., 41; 31.5-8); არ-ვინაჲ მოქენე არიან ადგილთა და განსაზიდთაჲსა თანმიუქუსველისა ყოველთადმი ზესთ-მქონებლობისათჳს და უზიარებელისა ყოველგან წარმოდგომისათჳს (პრ., კავშ., პეტრ., 141; 86,4-6; D. §140);ადგილ-ი (ქუეყნიერთა) - მიწიერი ადგილი - τῶν πєρί γῆν τόπον - ყოველი ძალი ღმრთებრივთა ერთთაჲ, დამწყებელი ზენაჲთ და თჳსთა საშუალთა მიერ წარმვლელი, ვიდრე უკუანაჲსკნელთადმი იშთამოებს და ქუეყნიერთადმიცა ადგილთა (პრ., კავშ., პეტრ., 141; 86.4-6; D. §140);

II. არამატერიალური სივრცე - χώρα ἡ - ადგილ იქმნა გონებაჲ გუამოვნებით მისდა შეერთებულისა ღმრთეებისა (დამასკ., გარდ., 162, ეფრ.); [ღმერთი] თჳთ არს ადგილ თავისა თჳსისა, რომელი ყოველთა აღავსებს და ზესთა ყოველთასა არს (დამასკ., გარდ., 66, არს.); - ადგილი და საზღვარი (ჰენდიადისი) - ὀ λόγος - უმოქენოსა მხოლოჲსა დაუპყრიეს ადგილი და საზღვარი (პრ., კავშ., პეტრ., 23; 20.23);

III. ადგილ (ღმრთისა) - τόπος θєοῦ - [ღმერთი] ითქუმის ადგილსა შინა მყოფად და ითქუმის ადგილი ღმრთისაჲ, სადა-იგი ცხად იქმნეს მოქმედებაჲ მისი (დამასკ., გარდ., 66, არს.); ადგილნი, რომელთა შინა გინა თუ ჴორცითა და გინა თუ თჳნიერ ჴორცთაჲსა ცხად-ქმნილ არიან მოქმედებანი მისნი, ადგილად ღმრთისად ითქუმიან (დამასკ., გარდ., 66, არს.); ადგიდ ღმრთისა ითქუმის, რომელიცა უფროჲს მიმღებელ იყოს ქველისმოქმედებათა და მადლთა მისთა (დამასკ., გარდ., 66, ეფრ.) // ითქუმის ადგილად ღმრთისა უფროჲს მიმღებელი მოქმედებისა და მადლისა მისისაჲ (დამასკ., გარდ., 66, არს.); არიან საღმრთონი ადგილნი და სამკაულნი (არეოპ., საიდ., ეფრ. 3).

IV. ადგილი (სამსხვერპლო) - τόπος ὀ - და პატიოსანთა მათ ტაძართა და ადგილთა და ჭურჭელთა, რომელთა ზედა აღესრულების უსისხლოჲ იგი მსხუერპლი და წმიდათა წიგნთა (მიქ., მრწ., ეფთ., 15; Jer. 151, 86v) // (თტე., მრწ., თეოფ., 15; Jer. 23, 341v)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9