სუბიექტი, სუბსტანცია
- სათანადო არს უკუე ცნობად, ვითარმედ ორ-სახედ ითქუმის ქუედმდებარე: ერთი ვიდრემე მყოფობით, ხოლო სხუაჲ იგი შესმენით (დამასკ., დიალ., არს., 10,1); რამეთუ არსებაჲ ვიდრემე ქუემდებარე არს, ვითარცა ნივთი საქმეთაჲ (დამასკ., დიალ., 1,4, არს.); ქუედმდებარედ ითქუმის, რომლისათჳს იყოს სიტყუაჲ (ამონ., ტარიჭ., 36,36); – სუბსტრატი, საფუძველად მყოფი – თესლიცა და ნაყოფი ქუემდებარით სადმე იგივე არიან, ხოლო სიტყჳთა და სქესითა განიყოფვიან (ამონ., ტარიჭ., 55,41); რაოდენნი შეისმინებიან ვისდადმე, ვითარცა საქუედმდებაროჲსად, ესე იგი არს, თანამოსახელეობით, იგინი ქუედმდებარისაცა მისისად შეისმინებიან (დამასკ., დიალ., 9,3, არს.); რომელი უჩინო იქმნებოდის, თჳნიერ განხრწნისა ქუედმდებარისა (დამასკ., დიალ., 6,1, არს.); ლოგიკ. – ზოგადნი და საყოველთაონი შეისმინებიან მათდა ქუედმდებარეთა კერძოობითთად (დამასკ., გარდ., 160, არს.); – ობიექტი, საგანი – ქუედმდებარედ მკურნალობისა არიან კაცობრივნი სხეულნი (დამასკ., დიალ., 16,6, არს.); – წარმოჩენითსაცა სიტყუასა-ზედა ეგრეთვე, სიტყჳსაცა შორის-მდებარესა ძალსა ვჰხედავთ და ქუედმდებარესა ძალისასა სიტყუასა (მქს., პიროს., გელ., 42,34); საფუძველი, ქვემდებარე, სუბსტრატი – ნაბრწყინნიცა სხუათა-მიერნი სხუათა ზენათაგან მიენერგჳან ქუედმდებარეთადმი და განზიდულთა (პრ., კავშ., პეტრ., 71; 46.17-19); ნივთი ქუედმდებარე არს ყოველთა და ყოველთა მიზეზისა მიერცა წარმოიყენა, ხოლო სხეული ქუედმდებარე არს სულიერობისა, ყოვლებრივისა სულისა მიერ წარმოიყენა და ეზიარა რაოდენვე მყოფსა (პრ., კავშ., პეტრ., 72; 46.14-16); ყოველი, რაჲზომ დაჴსნადი და განყრადი ანუ სხეულებრივი არს და თანშეკრული, ანუ ქუემდებარესა შორის დამთხუევით მოუგია გუამოვნებაჲ თჳსი (პრ., კავშ., პეტრ., 187; 111.27-28); სხუასა შორის მყოფი და ქუემდებარისა მოქენე არსადა იყოს თჳსსა წარმომქნელ. რამეთუ რომელსა ჰქონდის სიმარჯუე თჳსისა მოქმედებისა, სხჳსა-მიერსა საძირკუსა არა არს მოქენე,შემცველი თჳთებასა თჳსსა და კმამყოფი თჳს შორის თჳნიერ ქუემდებარისა (პრ., კავშ., პეტრ., 31.1–4); არა ვითარ ადგილსა შორის, არცა ვითარ ქუემდებარესა შორის: ადგილი ადგილის-შორისისაგან სხუა [არს] და ქუემდებარისგან მის-შორის დებული (პრ., კავშ., პეტრ., 41, 31.9-11) – დაქვემდებარებული – ყოველსა დასაბამებრივთა მიზეზთა შორის უყოვლიერესსა და ზესთმექონესა წესისასა განსაზიდსა შორის დასასრულთასა მის მიერ გამონაბრწყინნი იქმნებიან მამყოფებელ და ქუედმდებარე სხუათაგან ნაწილებრივთა თანმიცემათათჳს (პრ., კავშ., პეტრ., 71; 46.12-15); ყოველსა თანმზიარებელთა-შორისსა ქუედმდებარისა უპყრიეს წესი, რამეთუ იწარმოებვის სრულთა და ყოვლებრივთა მიზეზთაგან (პრ., კავშ., პეტრ., 72; 47.2-3);
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.