ცვალებადობა
- მზისა მიერ უკუე ოთხნი ქცეულებანი შეიმზადებიან (დამასკ., გარდ., 89, არს.); ქცეულებაჲ არს არამყოფობისაგან მყოფობად მოსლვაჲ და რაჲთა წინამდებარისა ნივთისაგან სხუად რადმე იქმნეს (დამასკ., გარდ., 139, არს.); სათანადო არს ცნობად, ვითარმედ არა შეცვალებითა ბუნებისაჲთა, ანუ ქცეულებითა, ანუ გარდაცვალებითა, ანუ შერევნითა ითქუმის განღმრთობაჲ ჴორცთა უფლისათაჲ (დამასკ., გარდ., 202, არს.); ბუნებანიცა ქრისტენი, დაღათუ შეიერთებიან და ურთიერთას დაიტევიან, არამედ ურთიერთასისა მიმართ ქცეულებასა და შეცვალებასა არა მიითუალვენ (დამასკ., გარდ., 159, არს.); არა თუ დასაბამითგანივე მივსცეთ მამისა თანა ყოფაჲ მისგან შობილსა ძესა, ქცეულებასა შემოვიღებთ მამისა გუამოვნებისასა (დამასკ., გარდ., 47, არს.); – ῥεῦσις ἡ – რომელი-იგი უვნებელ არს ბუნებით, ვითარცა მარტივსა და შეუზავებელსა, არაოდენ შეემთხჳა თავს-დებაჲ ვნებისა და ქცეულებისაჲ (დამასკ., გარდ., 48, ეფრ.); – μεταβολή ἡ – შეურევნელად შეიერთებიან და ურთიერთას დაეტევიან ბუნებანი და არასადა მიიღებენ ცვალებასა ანუ ქცეულებასა, რომლისათჳს აღირიცხუვიანცა (სტით., სომხ. წვალ., III,1, არს.); – გადაკეთება, შეცვლა – μεταποίησις ἡ – ვინაჲ-იგი მაცხოვარსა მოველით, იესუ ქრისტესა, რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი თანა-ხათნოყოფად ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა, არა ყოვლითურთ სხუად ქცეულებასა იტყჳს (დამასკ., გარდ., 302, ეფრ.) – ἀλλοίωσις ἡ – სიმძიმესა სისუბუქედ შესცვალებს ქცეულება (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VII, 1); რამეთუ ამას შინა შეცვალებაჲ (μεταβολή) და ქცეულებაჲ იქმნების თჳთ მისიცა ყოველთა უსაღმრთოესისაცა მიზეზისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.21); – παρατροπή ἡ – სენად უკუე უწოდთ ყოველსავე ქცეულებასა ბუნებისასა (დამასკ., დიალ., 44,5, ეფრ.); ქცეულება უკუე არს მათ [ეშმაკთა] შორის ბოროტი და განსლვა წესისაგან მათდა შემსგავსებულისა და მიუმთხუეველობა, უსრულობა და უძალოობა და ცხოვლისა მის მათ შორის სრულებისა ძალისა უძლურება და ლტოლვა და განვრდომა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.23)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.