ღა ღე ღი ღმ ღნ ღო ღრ ღუ
ღმე ღმრ

ღმერთი

I. Θεῖον τόმარტივ არს ღმერთი და ვითარმედ ერთი მარტივი მოქმედებაჲ აქუს (დამასკ., გარდ., 62, არს); ღმერთი უკუე მარტივი არს და შეუზავებელი (დამასკ., გარდ., 59, არს.); სათანადო არს ცნობად, ვითარმედ განუნაწილებელ არს ღმერთი (დამასკ., გარდ., 66, არს.); ყოველთა ზედასა მას ზეშთაარსებისა ზეშთააღმატებასა თანა-შეუტყუებელად ზეშთადამყარებულ არს ღმერთი ყოვლისავე ხილულისა და უხილავისა ძალისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4); შემსგავსებულად თითოეულისა, გონებათა გამოუცხადდების და ეჩუენების ღმერთი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.1);

II. Θεός ὁარს ღმერთი დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი, საუკუნოჲ, უჟამოჲ, აუგებელი, უქცეველი, უცვალებელი, მარტივი, შეუზავებელი, უჴორცოჲ, უხილავი, შეუხებელი, გარეშეუწერელი, დაუტევნელი, მოუგონებელი, სახიერი, მართალი, ყოვლად ძლიერი, ყოველთა დაბადებულთა დამბადებელი, ყოვლისამპყრობელი, ყოვლისა მხედველი, ყოველთა განმგებელი, ჴელმწიფე და მსაჯული (დამასკ. გარდ., ეფრ. 35); ღმერთი ვიდრემე საზოგადოობასაცა ბუნებისასა დაჰნიშნავს და თითოეულისა გუამთაგანისაცა ზედა თანამოსახელეობით დაიწესების (დამასკ., გარდ., 175, არს.); „მე ვარ, რომელი ვარ“, ცხორებაჲ, ნათელი, ღმერთი, ჭეშმარიტებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.6); ღმერთი არა ესრეთ ვითამე არს, არამედ მარტივ და გარე-შეუსაზღვრებელობით ყოველივე ყოფაჲ თავსა შორის თჳსსა აქუს და პირველითგანვე აქუს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.4); ზეშთაძალისასა ღმერთსა უგალობთ, ვითარცა ყოვლად ძლიერსა, ვითარცა ნეტარსა და მხოლოდ ძლიერსა, ვითარცა ძლიერებითა თჳსითა მფლობელსა საუკუნეთასა, ვითარცა არარაჲსა არსთაგანისაგან განჴუებულსა; უფროჲსღა, ზეშთამქონებელსა და წინაჲთვე მქონებელსა ყოველთა არსთა ძალისაებრისა ზეშთაარსებისაობისასა და ყოველთა არსთა შემძლებელ-ყოფისა და ესე-ვითარად ყოფისა მიმნიჭებელსა უშურველად მიფენითა ყოვლად მდიდრისა მის და ზეშთა გარდამატებულისა ძალისა მისისაჲთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.6); ხოლო ღმერთი, რაჟამს ვითარცა საუკუნედ და ვითარცა ჟამად იგალობებოდის, ცხად არს, ვითარმედ ვითარცა მიზეზი ყოვლისავე ჟამისა და საუკუნოჲსაჲ იგალობების და ძუელად დღეთად ითქუმის, ვითარცა პირველ ჟამთაჲ და ზეშთაჟამთაჲ და მცვალებელი ჟამთა და წელთაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 10.3); საღმრთო და დაუსაბამო და დაუსრულებელ არს მეფობაჲ ღმრთისაჲ (თტე., რიცხ. 6, გელ., A 1108, 40r); არს უკუე ყოველთავე განათლებულთა დასაბამ განათლებისა ბუნებით და ნამდჳლვე საკუთრებით ღმერთი მხოლოჲ, ვითარცა არსებაჲ ნათლისაჲ და მიზეზი თჳთ მის ყოფისა და ხედვისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3); რამეთუ ვითარცა ღმერთი ამისთჳს ითქუმის განმწმედელად ყოველთა, რამეთუ იგი არს მიზეზი ყოვლისავე განწმედისაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.4); ყოველთა კაცთა შემოქმედი ყოველთა ღმერთი, ყოველთა სწორებით არს წინაგანმგებელ (თტე., წინასწ., იონა, მიზეზი, A 1108, 288v); მე, ყოველთა ღმერთმან და მეუფემან, რომელი მხოლოდ შეხებითა შეძრულ ვჰყოფ ქუეყანასა (თტე., ამოს., 9.5, S 417, 114r); რამეთუ ამისთა მოქმედთა, მოიღოთ ღმრთისგან ყოველთაჲსა ცხორებაჲ (თტე., ამოს., 5.14-15, S 417, 109r); ხოლო ვითარმედ არა ადგილსა შინა არს ყოველთა ღმერთი (თტე., მიქ., გელ., 1.3-4, K 1, 390v); ხოლო შეჰკრებს ღმერთი, არა მპატიჟობელი და მაიძულებელი, არამედ მიმართებათა მიმშუჱბელი და თჳთმფლობელობისაჲ (თტე., მიქ., გელ., 4.11-12, K 1, 401r);
ღმერთი ყოვლისა მპყრობელი – παντοκράτωρ θεός ὁ – რამეთუ ანგელოზი არს უფლისა ყოვლისა მპყრობელისა ღმრთისაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.7); ღმერთი ყოვლისა მპყრობელად და მამად აღიარების (ლეონ., ეპ., არს., 2, 1463, 217v);
ღმერთი ღმერთთაჲ – θεὸς τῶν θεῶν ὁ – იგალობებოდენ ჩუენ მიერ სახელ-განუზომელი იგი ვითარცა წმიდაჲ წმიდათაჲ და მეუფე მეუფებათაჲ და რომელი მეუფებს უკუნისადმდე უკუნითი-უკუნისადმდე და მერმეცა და ვითარცა უფალი უფლებათაჲ და ღმერთი ღმერთთაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 12.1);
ღმერთი სახიერი – θεὸς ἀγαθός ὁ – რამეთუ უწყოდა, ვითარმედ უჴმს მზრახვალსა ღმრთისა სახიერისასა (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.1);
ღმერთი სრულების დასაბამი – θεὸς τελετάρχης ὁ – დაღათუ ვითარცა ღმერთი სრულების დასაბამ იყო (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.5);
ღმერთი სრულთ-დასაბამი – τελετάρχης θεός ὁ – საღმრთოდ აღძრულ იქმნა მისსა მიმართ სრულთ-დასაბამისა ღმრთისა მიერ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.5);
ღმერთი სრულთ-მთავარი – τελετάρχης θεός ὁ – თანამდებ არიან ყოვლისავე ცხორებისა თჳსისა შევედრებად სრულთ-მთავარსა ღმერთსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.2);
ღმერთი ჭეშმარიტი – θεὸς ὤν ὁ – ნათესავთა მათ, რომელთა ზედა ნამდჳლვე ჭეშმარიტისა ღმრთისა მსახურნი მთავრად დაიდგინნეს (არეოპ., ზეც., ეფრ., 9.4);

III. დოგმატ. წმ. სამების წევრებიმრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ უშობელი და ერთი ძჱ შობილი და ერთი სული წმიდაჲ, მამისაგან გამომავალი (მიქ., მრწ., ეფთ., 1, Jer. 151, 82r); არამედ არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი ღმრთეებაჲ სამითა გუამითა თანაარსითა (მაქს., მრწ., ეფთ., 4, Q 34, 33v) // (მიქ., მრწ., ეფთ., 4, Jer. 151, 83r) // (თტე., მრწ., თეოფ., 4, Jer. 23, 340r); – გურწამს უკუე ერთისა მიმართ ღმრთისა ერთისა დასაბამისა დაუსაბამოჲსა, აუებელისა... მიუწდმელსა, გარეშეუწერელისა, უსაზღვროჲსა... მარტივისა შეუზავებელისა... ერთ-არსებაჲ (μία οὐσία ... ὁ θεός ἐστι) (დამასკ., გარდ., 46, ეფრ., // არს.); რომლისა მიერ გამოცხადნების ღმერთი მამაჲ, რომელი-იგი არს ყოველთა ზედა და ყოვლისა შინა და ღმერთი ძე, რომელი იგი არს ყოველთა მიმართ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r); – რამეთუ იგივე (იესო ქრისტე) მრწამს... ღმერთად და კაცად (მიქ., მრწ., ეფთ., 8, Jer. 151, 85r) // იგივე ღმერთი და კაცი, არა თუ სხუაჲ და სხუაჲ, არამედ ერთი არს იგივე პირველ განჴორციელებისა და შემდგომად განჴორციელებისა (მაქს., მრწ., ეფთ., 8, Q 34, 34v); გამოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან (თტე., ისუ. 1, გელ., A 1108, 150r); იშვა უკუე მისგან ძე ღმრთისაჲ და ღმერთი განჴორციელებული, არა ღმერთშემოსილი კაცი, არამედ ღმერთი განჴორციელებული (დამასკ., გარდ., 257, არს.);
ღმერთი სიტყუა – Θεὸς λόγος ὁ – გარნა არა უგულებელს-ყო მიმძლავრებული იგი დამბადებელმან ღმერთმან სიტყუამან (თტე., მრწ., თეოფ., 7, Jer. 23, 340v); ვიეთმე თქუეს, ვითარმედ თჳთ ღმერთი სიტყუაჲ გამოუჩნდა (თტე, ისუ. 5, გელ., A 1108, 156r); ესე უკუჱ პირველსაუკუნეთაჲ დასაბამსა შინა ღმრთისაჲთა ღმერთი სიტყუაჲ (თტე., მიქ., გელ., 5.2, K 1, 401v);
ღმრთისა სიტყუა – τοῦ θεοῦ λόγος ὁ – და მრწამს იგი ჭეშმარიტად ჴორცად და სისხლად ჩუენთჳს განკაცებულისა მის ღმრთისა სიტყჳსა (მიქ., მრწ., ეფთ., 12, Jer. 151, 86r) // და მრწამს, ვითარმედ არს ჭეშმარიტად ჴორცი და სისხლი ჩუენთჳს განჴორციელებულისა სიტყჳსა ღმრთისაჲ (მაქს., მრწ., ეფთ., 12, Q 34, 35v) // (თტე., მრწ., თეოფ., 12, Jer. 23, 341v); შევემთხუჱვი, თაყუანის-ვსცემ და პატივ-ვსცემ ყოვლადპატიოსანსა ხატსა, კაცობრივთა ჴორცთა ღმრთისა სიტყჳსათასა (თტე., მრწ., თეოფ., 14, Jer. 23, 341v); თაყუანის-ვსცემ და ამბორს-უყოფ პატიოსანსა ხატსა კაცობრივისა მის გუამისა ღმრთისა სიტყჳსასა (მიქ., მრწ., ეფთ., 14, Jer. 151, 86r);

IV. ღმერთებიღმრთის-მეტყუელებაჲ ღმერთადცა უწოდს ზეცისათა მათ და ზეშთაცათა არსებათა და ჩუენ შორისთა მათ უღმრთისმოყუარესთა და უსამღდელოესთა კაცთა (არეოპ., ზეც., ეფრ., 12.3); კუალად ძალისა მისგან განმაღმრთობელობისა თითოეულისა შორის ღმრთის სახეთა მათ განღმრთობილთაჲსა ღმერთნი მრავალნი იქმნებიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.11); ხოლო იგი არარაჲთ უდარეს პირველისა არს ერთ ღმერთ, დასაბამი ღმერთთაჲ და ზეშთაღმერთთა უზეშთაესი არსებათაჲ, განუყოფელ განყოფილთა შორის, შეერთებულ თავით თჳსით, შეურევნელ და განუმრავლებელ მრავალთა შორის (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.11);

V. ღმერთი წარმართული - რამეთუ „მელხომ“ – მტყუარ ამმანიტელთა ღმერთ (თტე., ამოს., გელ., 1.14-15, S 417, 102v); სლვად უკუანა ღმერთთა უცხოთა, მსახურებად მათდა და თაყუანისცემად მათდა (თტე., მსჯ. 7, გელ., A 1108, 177r); ითნნეს ღმერთნი ახალნი, ვითარცა პური ქრთილისაჲ (თტე., მსჯ. 12, გელ., A 1108, 180r);

VI. ნეოპლატ. აბსოლუტური ერთი, თვითერთი, ზესთერთიკეთილობაჲ და ერთი – იგივეობა და ღმერთი და კეთილი – იგივეობა (პრ., კავშ., პეტრ., 113; 69.24-25); არცა ყოველი გონებაჲ ეხების ღმერთსა, არამედ უმწუერვალესი და უერთებრივესი გონებათაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 111; 68.32-33); რომლისა არა-რაჲ არს უპირველეს და იმრრ და რომლისადმი ყოველი მოწლედ წადნოჲს, ესე – ნამდჳლ ღმერთ; და რომლის-გამო ყოველნი და რომლისადმი ყოველნი, ესე უკუე – კეთილობა (პრ., კავშ., პეტრ., 113; 69.24-26); ღმერთსა ეზიარებიან სულნი საშუვლობითა გონებისაჲთა, ვითარ აღმოიჩინა (θέῶν γὰρ αἱ ψυχαὶ διὰ νοῦ μετέχουσιν, ὡς δέδεικται) (პრ., კავშ., პეტრ., 183; 110.4-7); ყოველნი უკუე საღმრთონი სულნი ღმერთ არიან სულებრივ (პრ., კავშ., პეტრ., 185; 110.23);
ღმერთი (ზიარებით) – θεός (ὁ) (πᾶς θεός ἑνάς ἐστιν αὐτοτελής καὶ πᾶσα αὐτοτελής ἑνὰς θεός) – ყოველი ზიარებით ღმერთი ერთი არს თჳთსრული, და ყოველი თჳთსრული ერთი – ღმერთ ზიარებით (პრ., კავშ., პეტრ., 114; 70.5-6); ერთნი არიან თჳთსრულნი ზიარებით ღმერთნი (θεοι), და კუალად წინა-უკუმო: რაჲცა ერთ თჳთსრულ, ღმერთ ზიარებით (პრ., კავშ., პეტრ., 114; 70.9-11); ყოველი ზიარებით ღმერთი ზესთ-არსი არს აობაჲ და ზესთ გონებისა (პრ., კავშ., პეტრ., 115; 70.19-20); ზიარებითცა ღმერთნი (θεοί) ყოველნი ზესთ-არსვე (რამეთუ არიან მსგავს მისდა) (პრ., კავშ., პეტრ., 115; 71.12-13); ყოველი ზიარებით ღმერთი ეზიარების თჳნიერ ერთისა (პრ., კავშ., პეტრ., 116; 71.17); ყოველი ზიარებით ღმერთი საზომი არს მყოფთაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 117; 72.2); ყოველნი ზიარებით ღმერთნი ზესთ არსებითისა კეთილისა მიერ წარმოდგომილ, და არიან კეთილობა და არცა ბუნებით და არცა არსებით (რამეთუ ბუნებასა და არსებასა შემდგომი და უკუანაჲსკნელი ხუდა წესი, ზიარებით ღმერთთაგან), მაგრა ზესთ-არსებით (პრ., კავშ., პეტრ., 119; 72.29-32); ყოველსა ზიარებით ღმერთსა თჳსისა მყოფობისაებრ მოუგიეს განგებაჲ ყოველთაჲ, და განგებაჲ პირველ [არს] ზიარებითთა ღმერთთა შორის (პრ., კავშ., პეტრ., 120; 73.14-16); ზიარებითთა ღმერთთადა განგებაჲ თანაწარმოდგომილ არს (პრ., კავშ., პეტრ., 120; 73.18-19); ვითარცა არიან ზიარებით ღმერთ, და კეთილობა არიან, და ყოველთა განაგებენ, და ყოველთა გონებათა პირველისა მიერ კეთილისა აღავსებენ (პრ., კავშ., პეტრ., 120; 73.29-31);
ღმერთ-ი (ზიარებითი) – ὁ θεός – ყოველი ღმერთი ზიარებითი ზიარებულ [არს] (პრ., კავშ., პეტრ., 116; 71.33-34); ყოველი სირაჲ ზიარებითთა ღმერთთაჲ ერთ-გუარ არს და კეთილ-გუარ ერთისა მიერ თჳთებისა (პრ., კავშ., პეტრ., 119; 73.2-3);
ღმერთ-ი (უპირატესი) – ὁ πρώτιστος θεός – უპირატესი ღმერთი ზესთ-არსი არს, და ზიარებითცა ღმერთნი ყოველნი ზესთ-არსვე, რამეთუ არიან მსგავს მისდა (პრ., კავშ., პეტრ., 115; 71.12-13)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9