- ყოველი სული განმწვალებელი იესუ ქრისტესი, არა არს ღმრთისა მიერ, და ესე არს ანტიქრისტე (ლეონ., ეპ. 5, არს., S 1463, 218v); ყოველი ვიდრემე, რომელი არა აღიარებს ძესა ღმრთისასა და ღმერთსა, მოსრულსა ჴორცითა, მასვე მყოფსა ღმერთად სრულად და ქმნილსა კაცად სრულად, ღმრთად დადგრომასა თანა, ანტიქრისტე არს (დამასკ., გარდ., 295, არს.); რომელნიმე უფლისა იესუჲს მიმართ, ხოლო რომელნიმე ანტექრისტეს მიმართ იჴუმევენ მეორესა ჭაბუკ-ყოფასა (ეკლსტ., გელ., A 61, 129. II)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.