ღა ღე ღი ღმ ღნ ღო ღრ ღუ
ღმე ღმრ

ღმრთეებაჲ

I. ღვთაება, ღმერთი – Θεότης ἡ – ღმრთეებაჲ კაც იქმნა, ანუ განჴორციელდა, ანუ განკაცნა, არასადა გუასმიეს (დამასკ., გარდ., 174, არს.); ერთი უფალი, მხოლოჲ მხოლოჲსაგან, ღმერთი ღმრთისაგან, სახე და ხატი ღმრთეებისაჲ, სიტყუაჲ ძლიერი, სიბრძნე ყოველთა აგებულებისა გარეშემცველი და ძლიერებაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 344r); და ჰყოთ თქუენ ღმრთეებაჲ შემხებელ და შემოწერილ (მქს., პიროს., ეფთ., 9,30) // (მქს., პიროს., გელ., 33,4);

II. ღვთაებრივი ბუნება, ღვთაებრიობაერთ არს სამთა შინა ღმრთეებაჲ (ნაზ., ჰომ., ეფთ., ეფრ. 39, XI); აღიარების ყოველთა მიერ, ვითარმედ სიარული კაცობრივისა ბუნებისა უფლისაჲსა იყო და არა ღმრთეებისა მისისაჲ (მქს., პიროს., გელ., 35,12) // ესე ყოველი კაცობრივისა ბუნებისა ნებანი არიან და არა არს იჭჳთუ ღმრთეებისათჳს არს (მქს., პიროს., ეფთ., 10,33); სადაღა იცნობოს სრული ღმრთეებითა და სრული კაცებითა? (სტით., სომხ. წვალ., არს., I,8); სხუაჲ ქრისტე არცა არს, არცა ქმნილ არს, არცა ოდეს იქმნეს სხუაჲ, ღმრთეებისაგან და კაცებისა, რამეთუ ღმრთეებასა შინა და კაცებასა... (სტით., სომხ. წვალ., არს., I, 8); სათანადო არს ცნობად, ვითარმედ ღმრთეებისა უკუე და კაცებისა სახელი არსებათა, ესე იგი არს, ბუნებათა არს წარმომაჩინებელ (დამასკ., გარდ., 156, არს.); ღმერთ-მთავრობითი ნეტარებაჲ, ბუნებითი ღმრთეებაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4); განყოფილნი რიცხჳთა სახელთაჲთა და გუამოვანითა თჳთებითა, გარნა არა ღმრთეებითა (მიქ., მრწ., ეფთ., 1, Jer. 151, 82r); ხოლო განუყოფელ არიან სამნივე ღმრთეებითა (მიქ., მრწ., ეფთ., 3, Jer. 151, 83r); ერთი – ღმრთეებაჲ სამთა პირთა და გუამთა შინა თანაარსთა, რომელნი არცა ბუნებითა განიყოფვიან, არცა ადგილითა (მიქ., მრწ., ეფთ., 4, Jer. 151, 83r) // (თტე., მრწ., თეოფ., 4, Jer. 23, 339v)// (მაქს., მრწ., ეფთ., 4, Q 34, 33r); ერთსა აღვიარებ წმიდისა სამებისა ღმრთეებასა (მიქ., მრწ., ეფთ., 5, Jer. 151, 83v) // (მაქს., მრწ., ეფთ., 5, Q 34, 33v); რომელი-იგი იცხო ღმრთეებითა და იქმნა შეუცვალებელად, ვითარცა იგი არს, რომლისაგან იცხო (მიქ., მრწ., ეფთ., 14, Jer. 151, 86r); არამედ არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი ღმრთეებაჲ სამითა გუამითა თანაარსითა (მაქს., მრწ., ეფთ., 4, Q 34, 33v); და ზოგადი არს სამთაჲვე ღმრთეებაჲ და საღმრთოჲსა მის ბუნებისა თჳთებაჲ (თტე., მრწ., თეოფ., 3, Jer. 23, 340r); მიღებულ იქმნა ღმრთეებისაგან ვიდრემე სიმდაბლე და ძალისაგან – უძლურებაჲ (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r); ვინაჲთგან თანად ორთაგანვე არს ერთი: სიმდაბლეცა კაცებისაჲ და სიდიდეცა ღმრთეებისაჲ (ლეონ., ეპ., არს., 4, S 1463, 218r); ვინაჲცა ყოველნივე არსნი მიიღებენ წინა-განმგებელობასა ზეშთა-არსებისა მისგან და ყოველთ-მიზეზისა ღმრთეებისა აღმომდინარესა (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.1); რამეთუ ყოფა ყოველთა არს ზეშთაყოფისა იგი ღმრთეებაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.1); ხოლო სხუაჲ ღმრთის მეტყუელთაგანი ეზეკიელ თჳთ მათგანვე იტყჳს ქერობინთა სიმაღლისაგან შჯულ-დებად ზეშთადიდებულისათჳს ღმრთეებისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.2); ამის ზეშთაარსებისა და საიდუმლოჲსა ღმრთეებისათჳს... არა საკადრებელ არს თქუმად რასმე გინა მოგონებად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.2); ვითარ აღიწეროს ჩუენ მიერ სიტყუაჲ საღმრთოთა სახელთათჳს უწოდებელისა ზეშთასახელისა და ზეშთაარსებისა ღმრთეებისა გამომაჩინებელი? (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); და მე მომეცინ ღმერთმან ღმრთივ შუენიერად გალობაჲ უწოდებელისა და საჴელ-უდებელისა ღმრთეებისა სახიერების მოქმედსა სახელთ-სიმრავლესა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.8); მარადის ყოველნი ღმრთივ შუენიერნი სახელნი ღმრთეებისანი არა კერძოდ, არამედ ყოვლისა და ყოვლად სრულისა და ყოვლით კერძოჲსა და ყოვლად სავსისა ღმრთეებისათჳს საღმრთოთა სიტყუათა მიერ იგალობებიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); მათ ყოველთა განუყოფელად, განმარტებულად, დაუყენებელად ყოვლითურთ, ყოველთა ყოვლობისა ყოვლად სრულ-მყოფელისა ყოვლისა ღმრთეებისა ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); რამეთუ ესე-ვითარნი ყოველნი საკუთრად ჰქონან ყოველსა ბუნებასა ერთ-ღმრთეებისასა ღმერთმშობელისა მის ღმრთეებისათჳს, ანუ ძისათჳს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); აწ უკუე შეერთებული იგი ზოგად ყოვლისა ღმრთეებისა არს... ზეშთა სახიერი, ზეშთაღმერთთაჲ, ზეშთაარსებისაჲ, ზეშთა-ცხორებისაჲ, ზეშთასიბრძნისაჲ და რაოდენი რაჲ არს ზეშთააღმატებულისა ყოველთა გონებათა უზეშთაესობისაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.3); ყოველთა მიზეზი და აღმავსებელი იესუჲს ღმრთეებაჲ, რომელი კერძოთა ყოვლობისა თანა-ერთობით მაცხოვნებელ არს და არცა კერძო არს, არცა ყოვლობა და ყოველ არს და კერძო (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.10); ხოლო ღმრთეებაჲ – ყოველთა მხედველისა წინა-განმგებელობისათჳს და ყოვლად სრულისა სახიერებისა და ვითარ ყოველთავე მოიხილავს და შემოკრებით იპყრობს და თავისა მიერ თჳსისა აღავსებს და ზეშთა მათ ყოველთა გარდაეფინების, რაოდენნიცა არიან მიმღებელ წინა-განმგებლობასა მისსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 12.2); ვინაჲცა საჴმარ არს ჩუენდაცა, რაჲთა მრავლობისაგან ერთობად მოქცეულნი ძალითა საღმრთოჲსა მის ერთობისაჲთა ერთობითად უგალობდეთ ყოლადსა მას და ერთსა ღმრთეებასა, ერთსა მიზეზსა ყოველთასა, რომელი-იგი პირველ ყოვლისა ერთისა და მრავლისა, და კერძოთა და ყოვლისა, და საზღვრისა და უსაზღვროებისა, და დასასრულისა და დაუსრულებელობისა განასაზღვრებს ყოველთა არსთა და თჳთ მას ყოფასაცა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 13.3);θεός ὁ – ღმრთეებაჲ უკუე ზოგადისა ბუნებისაჲ არს და თითოეულსა გუამსა არა სახელ-ედების (დამასკ., გარდ., 175, ეფრ.); წარმართული ღვთაება – საღმრთოჲსა შჯულისა გარდამავალნი და უცხოტომთა ღმრთეებისა მსახურქმნილნი (თტე., მსჯ. 7, გელ., A 1108, 176v);θεῖον τό – ღმრთეებით დაფარულსა ყოვლითურთსა მას შინა და შეურევნელსა ჩუენებრ განკაცებასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.13); ნეოპლატ. – θεότητος – [საღმრთოჲ სული] საშუვლობითა გონებისაჲთა თჳს-შორისსა ღმრთეებასა (ἐν αὐτῷ θεότητος) ეზიარების, რამეთუ ღმრთეებაჲ (θεότης) შეახებს გონებასა მზიარებელსა მისდა სულსა, და შეჰკრავს ღმრთისადმი (τῷ θειῳ) ღმრთებრივი რიცხჳ (τὸ θείον) (პრ., კავშ., პეტრ., 182; 109.25-28)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9