ღა ღე ღი ღმ ღნ ღო ღრ ღუ
ღმე ღმრ

ღმრთივ-შუენიერი

Gk. θεοπρεπής
 
ამას თანა არცაღა წმიდათა საიდუმლოთა სრულებასა განაშორებენ სახის-შემოღებათაგან ღმრთივშუენიერთა ჩუენისაცა და შჯულიერისაცა მოცემისა მღდელ-მესაიდუმლოენი (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.1); მარადის ყოველნი ღმრთივშუენიერნი სახელნი ღმრთეებისანი არა კერძოდ, არამედ ყოვლისა და ყოვლად სრულისა და ყოვლით კერძოჲსა და ყოვლად სავსისა ღმრთეებისათჳს საღმრთოთა სიტყუათა მიერ იგალობებიან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); არამედ ამათ შეერთებათა და განყოფათათჳს რაოდენი რაჲ მიზეზი ვპოვეთ ღმრთივშუენიერთა სიტყუათა შინა წერილისათა, ღმრთის-მეტყუელებითთა განწესებათა შინა თითოეულისათჳს შემოვიღეთ სიტყუაჲ და, რაოდენ დასატევნელ იყო, მათთჳს განვაწესეთ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.7); რამეთუ ღმრთივშუენიერი იგი სიკეთე ვითარცა მარტივი, ვითარცა სახიერი, ვითარცა სრულთ-მთავარი (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.1);ἔνθεος – თჳთ მასცა თითოეულსა შემკობილებასა, რაჲთა უთჳსაგანესი ვთქუა, ამითვე ღმრთივშუენიერითა შეწყობილებითა განჰყოფს (არეოპ., ზეც., ეფრ., 10.2); ყოვლისავე მღდელთ-მთავრობითისა ჴელოვნებისა დასაბამსა ვაქებდეთ ღმრთივშუენიერითა სამსახურებლობითა და სრულთ-მთავრობითითა მადლობითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.1)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9