ღა ღე ღი ღმ ღნ ღო ღრ ღუ
ღმე ღმრ

ღმრთის-გამოცხადება

Gk. θεοφάνεια ἡ
 
მაშინ ხილული ესე მისი ღმრთისგამოცხადებაჲ ყოვლად უბიწოჲთა ხედვითა აღესრულოს ჩუენ ზედა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); ხოლო უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ თჳთ უსაშუვლოდცა იქმნა წმიდათა ვიეთმე მიმართ ღმრთისგამოცხადებაჲ (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.3); გარნა ღმრთისგამოცხადებანი ოდენ იქმნნეს წმიდათა მიმართ (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.3); დაუსახველისა ღმრთისასა ხილულთა მიერ უხილავთა მიმართ აღმყვანებლობისათჳს სამართლად უწოდს მათ ღმრთის-გამოცხადება (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.3); დიდისა მისცა მოსესსა ფრიადისა სიმშჳდისა მიერ ღირს-ყოფასა ღმრთის-გამოცხადებისა და ღმრთის მხილველობისასა (არეოპ., ეპ., ეფრ., 8.1); რამეთუ ესრეთ უგანცხადებულესად განბრწყინდეს ზეშთასოფლისათა მათ ღმრთისგამოცხადებისა ბრწყინვალებათაგან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.10); ვინაჲთგან უკუე ყოველივე წმიდაჲ ღმრთისგამოცხადებაჲ და ღმრთის მოქმედება თითო-ფერსა შინა შეზავებასა წმიდათ-წერილებისა მის სახეებისასა სამღდელოდ აღიწერების (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.12); საჩინოებაჲ ყოვლისა ღმრთის-მეტყუელებისაჲ, ღმრთის საქმისაჲ, ღმრთის-გამოცხადებისაჲ, მღდელ-მეტყუელებისაჲ, მღდელ-მემსხუერპლეობისაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.7)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9