ცვალებადი
- და დღე და ღამე მარადის შეპყრობილმან ურვათაგან, მიდევნებულმან ჴორცთა შრომასა და სულისა შფოთსა და ზრუნვასა მოუკლებელსა, რომელთა განილევს გული მისი ცუალებათა და დაუდგრომელთა საქმეთათჳს (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 322r); – ἄστατος – ამას თანა უკუეთუმცა ბუნებით ბოროტ იყვნეს ეშმაკნი, და მარადის ბოროტ; და ბოროტი დაუდგრომელ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.23); – ἀκαταστασία ἡ – უკუეთუ მათთჳს იტყჳს დამძიმებასა მშჳდობისასა და მშჳდობისა მიერთა კეთილთასა, რომელთა-იგი უხარის ჴდომათა ზედა და გულის-წყრომათა, შეცვალებათა და დაუდგრომელობათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.5); – ἀσύστατος – თჳთ მათვე გარეშეთა სწავლათა შინა დამაშურალთაგან ისწავა დაუდგრომელობაჲ შჯულთა საწარმართოთაჲ (ნოს., ნეოკეს. ცხ., ეფრ., S 384, 340r)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.