- ღმრთისმხილველობითთა მათ გულისჴმის-ყოფათა მათთა ურთიერთას უშურველად მისცემენ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.9); ხოლო წამთა მიერ და წარბთა – ღმრთისმხილველობითთა გულის სიტყუათა გარე-შემზღუდველობასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.3);
- ღმრთის-მხილველობითი დასი – θεοπτικὸς τάξις ἡ – ანუ არა თჳთ საღმრთოჲ იგი მღდელთ-მთავართა დასი პირველი უკუე არს ღმრთისმხილველობითთა დასთაჲ, და კუალად იგივე არს თავ და დასასრულ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.5);
- ღმრთის-მხილველობითი მოძრავობა – θεοειδὴς κίνησις ἡ – რამეთუ არარაჲ დაუტევებიეს მათ შორის უმჴნობაჲ ღმრთისმხილველობითსა მას მოძრავობასა მათსა (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.1)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.