უჟამო, დასაწყისის არმქონე; შეუქმნელი; მარადიული
- ესე მხოლოჲ მრწამს დაუსაბამოდ, საუკუნოდ, დაუბადებელად, უხილავად (მიქ., მრწ. 5, ეფთ., Jer. 151, 83v); – αἰώνιος – რამეთუ იგივე მრწამს დაუსაბამოდცა და ჟამიერადცა, დაბადებულად და დაუბადებელად (მიქ., მრწ. 8, ეფთ., Jer. 151, 84v); – ἄℵναρχος – ხოლო საღმრთო და დაუსაბამო და დაუსრულებელ არს მეფობაჲ ღმრთისაჲ (თტე., რიცხ. 6, გელ., A 1108, 40r); უშობელი, დაუსაბამოჲ, დასაბამი და მიზეზი ყოველთაჲ (მიქ., მრწ. 2, ეფთ., Jer. 151, 82r); (თტე., მრწ. 2, თეოფ., Jer. 23, 339v); ესე მხოლოჲ მრწამს დაუსაბამოდ, საუკუნოდ, დაუბადებელად, უხილავად (მიქ., მრწ. 5, ეფთ., Jer. 151, 83v); ამას ვიცნობ სამარადისოდ, უშობელად, დაუსაბამოდ, დაუბადებელად, უხილავად (თტე., მრწ. 5, თეოფ., Jer. 23, 340r); ესრეთ კეთილისა მიმართ და სახიერებისა ჴელ-პყრობით უძღჳს ზეშთა ყოველთა არსთაჲსა მიმართ და ერთისა და დაუსაბამოჲსა და დაუსრულებელისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.9); დაუსაბამოო ღმერთო, – იტყოდა, – მზისა განმანათლებელად ყოველთა განმაბრწყინვებელო (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 137v); ...პირველი ნეტარი დაუსაბამოჲ და უვნებელი ბუნებაჲ სამთა შორის იხილვების გუამოვნებათა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129r); წმიდისა სამებისა გუამთა შინა გუამოვნება არს დაუსაბამოჲ იგი სახე თითოეულისა უჟამოდ ქონებულისა გუამოვნებისაჲ (დამასკ., დიალ., 53,6, ეფრ.); // წმიდისა სამებისა ზედა გუამი არს დაუსაბამოჲ გუარი თითოეულისა მათისა სამარადისოჲსა მყოფობისაჲ (დამასკ., დიალ., 53,6, არს.); არს ღმერთი დაუსაბამოჲ, დაუსრულებელი, საუკუნოჲ, უჟამოჲ, აუგებელი, უქცეველი, უცვალებელი, მარტივი, შეუზავებელი, უჴორცოჲ, უხილავი, შეუხებელი, გარეშეუწერელი, დაუტევნელი, მოუგონებელი, სახიერი, მართალი, ყოვლად ძლიერი, ყოველთა დაბადებულთა დამბადებელი, ყოვლისამპყრობელი, ყოვლისა მხედველი, ყოველთა განმგებელი, ჴელმწიფე და მსაჯული (დამასკ., გარდ., 35, ეფრ.); შესაბამნი ბუნებათანი ბუნებითნი ნებანი აქუნდეს. დაუსაბამოჲ ვიდრემე დაუსაბამოჲსა და დაწყებულისა დაწყებული (მქს., პიროს., გელ., 25,33); შემსგავსებულნი ბუნებათანი არიან ბუნებითნი ნებანიცა – დაუსაბამოჲ დაუსაბამოჲსაჲ მის და დასაბამიერი დასაბამიერისაჲ (მქს., პიროს., ეფთ., 8,40); რამეთუ ტაკუკი მრგულივ მოდგმულ არს და განფენილი, რომელი-ესე სახე იყავნ თანად განფენილისა და ყოველთა მიმართ მიმავალისა, დაუსაბამოჲსა და დაუსრულებელისა ყოველთა წინა-განგებისა (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.3); ამისთჳს მოძრავობაჲ ითქუმის წმიდათა მათ გონებათაჲ მომრგულებითად უკუე, რამეთუ შეერთებულ არიან დაუსაბამოთა მათ და დაუსრულებელთა გამობრწყინვებათა კეთილისა და სახიერისათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.8); ესრეთ კეთილისა მიმართ და სახიერებისა ჴელ-პყრობით უძღჳს ზეშთა ყოველთა არსთაჲსა მიმართ და ერთისა და დაუსაბამოჲსა და დაუსრულებელისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.9); აწ უკუე ნუ ჰგონებ, კაცო, დაუსაბამოდ ხილულთა ამათ (ბას., ექუს., გ. ათ., 4,3); რამეთუ უკუეთუ იწყო ყოფად, არა დაუსაბამო არს (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 130v); – ἄναρχος – ყოველი ღმრთებრივთა მოქცევთა დასასრული თჳსთა დასაბამთა ებაძვის, რამეთუ იგებს თჳს-შორის მრგუალსა (κύκλον) დაუსაბამოსა (ἄναρχον) და დაუსრულებელსა (ἀτελεύτητον) დასაბამთადმი უკუნქცევისა მიერ (პრ., კავშ., პეტრ., 147; 89.17-19)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.