- ყოველთამიზეზი და ზეშთა ყოველთა მყოფი არცა უარსება არს, არცა უცხოვლო, არცა უსიტყო, არცა უგონებო, არცა ჴორც არს, არცა სახე, არცა ხატ, არცა რომელობაჲ ანუ რაოდენობაჲ ანუ სიმძიმე აქუს, არცა ადგილსა შინა არს, არცა იხილვების, არცა გრძნობადი შესახებელი აქუს, არცა იგრძნობების, არცა საგრძნობილ არს, არცა უწესოება აქუს და შფოთი ნივთიერთა ვნებათაგანითა შფოთებითა, არცა უძალო არს გრძნობადთა დავრდომილებათა თანამოკიდულობითა, არცა ნაკლულევანებასა შინა არს ნათლისასა, არცა ცვალებასა გინა ხრწნილებასა გინა განყოფილებასა გინა მოკლებასა ანუ წარმდინარეობასა, არცა სხუასა რას გრძნობადთაგანსა, არცა რას შინა არს, არცა რაჲ აქუს მათგანი (არეოპ., საიდ., ეფრ., 4); – παναίτιος – რომლითაცა კერძოჲთა თჳსისა სრულებისა და ერთობისაგან ეგრეთვე ზეშთა არს ყოველთამიზეზი იგი ყოველთა ღმრთეებისა მიუღებლობაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.5); მხოლოდ ქრისტეს მიერ, ყოველთა მიზეზისა, შესაძლებელნი საქმენი, მისგან, რომელი იქმს დიდთა და განსაკრთომელთა, რომელთა არა არს რიცხუ (არეოპ., ეპ., ეფრ., 7.2); ვინაჲცა ყოველნივე არსნი მიიღებენ წინა-განმგებელობასა ზეშთა-არსებისა მისგან და ყოველთმიზეზისა ღმრთეებისა აღმომდინარესა (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.1)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.