უსახო, უფორმო, გაუფორმებელი
- რომელნი ჩუენდა მისაწდომელებსა სახეებსა წინა-განგჳფენენ ზეშთაბუნებისათა მათგან და დაუსახველთა ხედვათა (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.2); – ἀσχημάτιστος – და უკუეთუ გნებავს სამ-ნაწილებსა სახეებსა ჴორცთასა შეხებად შეუხებელისა მისთჳს და დაუსახველისა ღმრთისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.5); პირსა და ხატთა ვიტყჳთ ღმრთისა ზედა უჴორცოთა და გარეშეუწერელთა და დაუსახველთა (ანასტ. სინ., არს., II, 170-173); და სულ ვიდრემე არს წულილი და უნივთოჲ და დაუსახველი (ანასტ. სინ., არს., II, 115); რამეთუ ყოვლით კერძოჲ რაჲ სიტყჳს მოქმედთა მრავალფერობაჲ დაუსახველთა მათ გონებათათჳს იჴუმია ღმრთის-მეტყუელებამან (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.1); – ἀτύπωτος – რაჲთა... მარტივთა მათ და დაუსახველთა აღსავალთა და მსგავსებათა მიმართ აღყვანებულ ვიქმნნეთ (არეოპ., ზეც., ეფრ., 1.3); აწ უკუე, ვითარმედ სამართლად მოპოვნებულ არიან სახენი დაუსახველთათჳს და მსგავსებანი უმსგავსოთათჳს (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.2)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.