- ხილული ესე მისი ღმრთის გამოცხადებაჲ ყოვლადუბიწოჲთა ხედვითა აღესრულოს ჩუენ ზედა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.4); არამედ მაშინ ოდენ, რაჟამს ვხადოთ მას ლოცვითა ყოვლადუბიწოჲთა და შეუმრღუეველობითა გონებისაჲთა და განმზადებითა თავისაჲთა მარჯუე ყოფად შეერთებისა მიმართ ღმრთისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 3.1); რაჲთა არღარა კუალად სიბოროტისაგან წარიტყუენვოდინ, ხოლო ყოვლადუბიწო ყოფისა მოქენეთა სრულებით განსწმედენ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 4.III.3); წიაღთაგან მამულთა სათნო-იყო გარდამოსლვად და დამკჳდრებად ქალწულებრივსა მას საშოსა ყოვლადუბიწოჲსა მარადის ქალწულისა მარიამისასა (თტე., მრწ., თეოფ., 7, Jer. 23, 340v); ყოვლადუბიწოჲთა გონებისა თუალითა აღმავლობით (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.3); ყოვლადუბიწოჲსა და ყოვლად დაუცემელისა საფუძველისა ზედა დამყარებულ არიან (არეოპ., ზეც., ეფრ., 7.2)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.