მთლიანობა, სისრულე
- რამეთუ მიიწევის ყოვლითურთისა მშჳდობისა ყოვლობაჲ ყოველთავე არსთა ზედა მარტივობითისა მის და ერთ-მყოფელისა და შეურევნელისა ძალისა მისისა მოსლვითა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.2); უკუეთუ მოსპო ერთი, არცა ყოვლობაჲ, არცა ნაწილი, არცა სხუაჲ რაჲსმე არსთაგანი იყოს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 13.3); მღდელთ-მთავრობითისა წესისა ძალი ყოველთავე მიმართ მიიწევის სამღდელოთა ყოვლობათა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.5); საცნაურისა მის ყოვლობისა თჳსისა ყოვლად უბიწოდ და განკუთნვილად მორთუმად მისსა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.2); უკუეთუ მიუღებელ არიან დასასრულისანი ყოვლობათა უზეშთაესთასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 12.1); ნეოპლატ. მთლიანობა, სისრულე – ყოველი ყოვლობაჲ ანუ პირველ ნაწილთაჲსა არს, ანუ ნაწილთაგან, ანუ ნაწილთა შორის; რამეთუ მიზეზსა შორის თითოეულთასა ხილულსა გუარსა, ვიტყჳთ ყოვლობად პირველ ნაწილთაჲსა, რომელიცა წარმოდგა პირველ მიზეზსა შორის; ანუ ზიარებასა შორის ნაწილთასა (პრ., კავშ., პეტრ., 67; 43.27-30); არს ესე ყოველი ნაწილთაგან, და, დააკლდეს თუ რაჲვე ნაწილი, დააკნინებს ყოვლობასა მისსა (პრ., კავშ., პეტრ., 67; 44.1-2); – τὸ ὅλον – არცა უზადო და ზესთა თითოეულთა ამათ მყოფობათა ყოვლობაჲ, რამეთუ მოქენე არიან ნაწილთა, რომელთაგანცა შედგეს, რომელნი არა არიან ყოვლობაჲ; და სხუათა ვიეთცა შორის წარმოდგეს, არ ჰყოფს მათ ყოვლობაჲ, ვინაჲ მიზეზი ნაწილთშორისთა ყოვლობათაჲ, ჯერ არს, რაჲთა იყოს პირველ ნაწილთაჲსა. ხოლო თუ იგიცა ყოვლობაჲ ნაწილთაგანვე იყოს, და არა მარტივ ყოვლობაჲ, და კუალად იგი სხჳსგან, და ესე ვიდრე უსაზვროობამდე. ხოლო, თუ არს პირველი ყოვლობაჲ, იყოს არ ნაწილთაგან იგი ყოვლობაჲ, არამედ პირველ ნაწილთაგან წარმოდგომილ იყოს მყოფობაჲ ყოვლობისაჲ (პრ., კავშ., პეტრ., 69; 45.10-19); ყოველი უკუე ყოველი ერთბამად რაჲვე მყოფი არს და ეზიარების მყოფსა, ხოლო არა ყოველი მყოფი მიემთხუევის ყოვლობასა (პრ., კავშ., პეტრ., 73; 47.19-20); ყოველი უკუე გუარი ყოვლობა რაჲვე არს (რამეთუ მრავალთა მიერ წარმოდგა, რომელთაცა თითოეულთა შეასრულეს გუარი); მაგრა არა ყოველი ყოვლობაჲ იყოს გუარ (პრ., კავშ., პეტრ., 74; 48.11-13); ყოველი სამარადმყოჲ ერთბამად ყოველი (=მთელი) არს. თუ მოეგოს არსებაჲ სამარადმყოსა შორის, ერთბამად ყოველი წარმოდგომილად თჳსდა აქუს, და არარაჲ მისი რომელიმე წარმოდგომილ, ხოლო რომელიმე წარმოსადგომელ რაჲზომვე და არს, არამედ რაოდენცა შესაძლებელ იყოს მყოფობაჲ მისი, ეგზომვე არს მომგებელ ყოვლობისაცა (=მთლიანობა), მოუკლებელად და განუზიდველად (პრ., კავშ., პეტრ., 52; 34.35,6); იხ. თჳთყოვლობა; – ὁλος – მთელი, სრული – ყოველი გონებაჲ ყოვლობა არს, ვითარ ნაწილთა მიერ წარმოდგომილ თითოეული, და შეერთებულა სხუათად და განყოფილ ამათგან (პრ., კავშ., პეტრ., 180; 108.14-15); რაჲვე ნაწილებითი და განუკუეთელი ყოვლობაჲ უკუე არს, ვითარ განუკუეთელი, ხოლო გუარ არა არს (პრ., კავშ., პეტრ., 74; 48.11-13); ყოველნი მყოფნი ერთმანეთისა მიმართ ანუ ყოველ არიან, ანუ ნაწილ, ანუ იგივეობა, ანუ-და – სხუა... ხოლო, თუ შეიცავს, ყოვლობა (ὅλα) უკუე იყოს (პრ., კავშ., პეტრ., 66; 43.17-18)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.