მთლიანი, ზოგადი
- ყოვლითურთი კერძოთა შინა (დამასკ., დიალ., არს. 24,7); ვითარცა კერძოჲ ყოვლითურთსა შინა (დამასკ., დიალ., არს. 24,8) // შდრ. ვითარცა ზოგადი ყოველსა შინა (დამასკ., დიალ., ეფრ. 24,8); – ლოგიკ. ზოგადი კერძოსთან მიმართებით – ყოლადი უკუე ბუნებისა წარმომადგინებელი არს, ხოლო ყოვლითურთი – გუამოვნებისაჲ, ვითარ-იგი სხუაობაჲ ვიდრემე – ბუნებისაჲ, ხოლო სხუაჲ – გუამოვნებისაჲ (დამასკ., გარდ., 166, არს.); მეტყუელნი გრძნობადთა შორის გუამ-ქმნისანი რომელნიმე ყოვლითურთისად იტყოდეს მათ ყოფად (ამონ., ტარიჭ., 34,33); სახელი ძაღლისაჲ... მოიღებვის შინაურისათჳს ძაღლისა და ვარსკულავისათჳს და ზღჳსა ძაღლისა, რომელნი-ესე ყოვლითურთნი რაჲმე არიან და არა კერძონი ცხოველისანი (დამასკ., დიალ., არს., 14,9); – καθόλου – ზედდართული ვიდრემე სიტყუაჲ არს კერძოობითთაგან სარწმუნყოფელი ყოვლითურთთაჲ (ამონ., ტარიჭ., 9,35); – ზოგადი – πᾶς – აწ სადმე კერძოსა შინა ყოვლითურთისასა იყოს თითოეული მათი (დამასკ., გარდ., 281, არს.)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.