ყნ ყო ყრ ყუ
ყო( ყო[ ყოვ ყოლ ყოფ

ყოფად-ი

I. მომავალი დრო, დროის კატეგორიის სახე – μέλλωνხოლო სახენი ოდესობითისა შესმენისანი არიან ეგოდენნი, რაოდენნი არიან განყოფილებანი ჟამისანი, ხოლო სამ არიან იგინი: აწ-მყოფი, გარდასრული, ყოფადი (დამასკ., დიალ., არს. 42,1); შესწავებაჲ საჴმარ არს, ვითარმედ უმეცარი და მონაჲ ბუნებაჲ მიიღო... და არა აქუს მეცნიერებაჲ ყოფადთაჲ (დამასკ., გარდ., 212, არს.)μέλλουσα ἡ – მომავალი ყოფადმან მან სულთა ჩუენთა ცხორებამან განა-ღა თჳსი განგებული შეიწყნაროს უეჭუელად (ბას., ექუს., გ. ათ., 5, 25-26);μέλλον τό – ყოფადი ჟამი – მას ქრისტესა, რომლისა საიდუმლოჲ ნათლისღებისა მისისაჲ ყოფადთა ჟამთა, შემდგომად რვა დღითისა მის წინადაცუეთისა და ოცდაათთა წელიწადთა ღმერთ-მამაკაცებრითა ჰასაკითა წარვლისა, სრულ იქმნების (სტით., სომხ. წვალ., I,16, არს.); ყოფადი საუკუნე (ანტ. საწუთრო) – μέλλον τό – გინა თუ საწუთროსა ამას, გინა თუ ყოფადთა მათ საუკუნეთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.6).

II. ქმნადი, არსებობის მქონე – γινόμενον τό – ყოფადსა და განხრწნადსა... შეცვალებაჲ თანა-აც უეჭუელად (დამასკ., დიალ., ეფრ. 48,8); [კაცი] რასაცა იქმს, წინამდებარისა ნივთისაგან იქმს, არა მხოლოდ ნებებითა ოდენ, არამედ წინაჲთვე მოგონებითა და გონებასა შინა გამოსახვითა ყოფადისაჲთა (დამასკ., გარდ., 48, ეფრ.); ბრძენნი იგი წარმართთანი ყოფადთაგანისა ყოვლისა ანუ ღმერთსა იტყჳან მიზეზად, ანუ საჭიროსა ანუ იძულებასა, ანუ ბუნებასა, ანუ ბედსა, ანუ თჳთ-ყოფასა (დამასკ., გარდ., 136, ეფრ.)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9