ყნ ყო ყრ ყუ
ყო( ყო[ ყოვ ყოლ ყოფ

ყოფა-ჲ

Gk. εἶναι τό
ყოფნა, არებობა
 
რომელი თავსა შორის თჳსსა იყოს და არა სხუასა შინა მიეღოს ყოფაჲ, იგი თჳთარსება არს (დამასკ., დიალ., ეფრ., 1,6) // თავსა შორის თჳსსა და არა სხჳსა შორის მქონებელი ყოფისაჲ, არსებაჲ არს (დამასკ., დიალ., არს., 1,6); არსებაჲ სახელ-ედების ყოფისაგან (დამასკ., დიალ., ეფრ., 13,4) // არსებაჲცა ყოფისაგან ითქუმის (დამასკ., დიალ., არს., 13,4); უკუეთუ ვინმე იგონებდეს, თუ ვითარ არაყოფისაგან ყოფად და რაჲსათჳს მოიყვანა ღმერთმან ყოველნი და ბუნებითთა გლისსიტყუათა მიერ მიწთომაჲ ენებოს ამისი, ვერ მისწუთების, რამეთუ მშჳნვიერებაჲ არს მეცნიერებაჲ იგი (დამასკ., გარდ., 240, არს.); ვერ შემძლებელი თავით თჳსით ყოფასა... შემთხუევითი არს (დამასკ., დიალ., არს., 1,1); ბუნებაჲ ითქუმის მყოფობისათჳს და ყოფისა, ვითარ-იგი არსებაჲცა არსობისათჳს და ჭეშმარიტებით ცნობილობისა (ანასტ. სინ., არს., II, 137-139); ვინაჲცა ყოფისაჲ არს და მეორე ესე – მოქმედებისაჲ, ვითარმედ ღმერთი არს (დამასკ., გარდ., 61, ეფრ.); მისდად ყოფაჲ არსთა არაოდეს მოაკლდების; და თჳთ ყოფაჲცა იგი პირველითგან მყოფისაგან არს და მისი არს ყოფაჲ, ხოლო თჳთ იგი არა ყოფა არს და მის შორის არს ყოფაჲ და არა-თუ იგი ყოფისა შორის; და მას აქუს ყოფაჲ და არა-თუ იგი აქუს ყოფასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8); დასაბამ სახარებისა რომლისა ღმრთისაჲ იტყჳს ყოფად (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,1); ნივთი ყოფასა მიჰმადლებს თითოეულსა (ამონ., ტარიჭ., 82,13); ხოლო ბუნებისაებრი [შიში], ვითარცა ბუნებასა შორის მყოფისა და ყოფისა მიმართ მცველობითისა ძალისა მჩუენებლობითი შეიწყნარა (მქს., პიროს., გელ., 23,22) // შდრ. არსება (მქს., პიროს., ეფთ., 6,24);ὕπαρξις ἡ – მყოფი უკუე არს ანუ თჳთგუამოანი საქმე... ანუ ვერ შემძლებელი თავით თჳსით ყოფად, არამედ სხჳსა შორის მქონებელი ყოფისაჲ (დამასკ., დიალ., არს., 2,12); ვერ შემძლებელი თავით თჳსით ყოფასა, არამედ სხუასა შინა მქონებელი ყოფისაჲ, შემთხუევითი არს (დამასკ., დიალ., არს., 1,6) // შემთხუევითი არს არსებასა შინა ხილული... სხჳსა შორის მქონებელი ყოფასა (დამასკ., დიალ., არს., 1,3); მარტივად ყოფასა ოდენ უწოდეს არსებად (დამასკ., დიალ., არს. 13,3); პირველნი არსებანი... შემთხუევითთა ქუე უსხენ ყოფისა მიმართ (ამონ., ტარიჭ., 131,22); და ბუნება უკუე არს გულისჴმისყოფისაებრ ეკლესიისა ჭეშმარიტი ყოფაჲ საქმისაჲ (ანასტ. სინ., არს., II, 132); არა ჟამსა შინა მშობელ იყოს ღმერთი, რომელსა ჟამისა უზესთაესი აქუს ბუნებაჲცა და ყოფაჲ (დამასკ., გარდ., 49, არს.);ὑπάρχειν τό – ერთისა მათგანისა ყოფაჲ წინამდებარესა ნივთსა შინა (დამასკ., დიალ., ეფრ., 44,6) // ერთისა რომელისამე ყოფაჲ ქუედმდებარისა შორის (დამასკ., დიალ., არს., 44,6);γένεσις ἡ – რომელმან უწყნის ყოველნი პირველ-ყოფადმდე მათდა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2); რამეთუ უკუეთუ არყოფისაგან ქმნილთა მყოფთა ყოფისა და არა არყოფისა აქუსყე ძალი (მქს., პიროს., გელ., 22,41) // შდრ. არსება (მქს., პიროს., ეფთ., 6,1); ἦν – შჳდჯერ იტყჳს ყოფასა, რაჲთა გამოთარგმანოს არსებაჲ (გაბალ., ექუს., ანონ., 9);ὄν τό – ქმნაჲ უკუ[ე] არს არყოფისაგან ყოფად გარდმოცვალებაჲ, ხოლო ხრწნილება – ყოფისაგან არყოფად (ამონ., ტარიჭ., 86,22); ნამდჳლვე ამის არსისაგან (ὄντος) არიან საუკუნენი და არსებაჲ (οὐσία) და ყოფაჲ (τὸ ὄν) და ჟამი და ქმნაჲ (γένεσις) და ქმნადნი (γἷ νόμενον), არსთა შორის არსნი (ἐν τοῖς οὖσιν ὄντα) და ესრეთ ვითამე მყოფთა (ὑπάρχοντα) შორის მყოფნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.4)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9