I. შემცდარი – ἀπατάω – რომელნი-იგი მაცთურმან შემოიხუნა და ცთომილმან (ἀπατηθείς) კაცმან ცოდნა (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r); – δελεάζω – შურითა უკუჱ ეშმაკისაჲთა ზაკულ იქმნა და ცთომილ (δελεασθεῖς) (თტე., მრწ., თეოფ., 6, Jer. 23, 340v); – πταίω – ვინ იყო ცთომილ, არათუ ნებაჲ, ვინ მცოდველ, არათუ ნებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 134r); – κακοδαίμων – ეშმაკისგან შეპყრობილი – მოძღურებანი წარმართთანი, რომელთა სწავლანი და საიდუმლონი ყოველნი ზღაპარ არიან და საძაგელება, ეშმაკთა მიერ მოპოვნებულ და გონებათა მიერ ცთომილთა შეწმასნულ (ნაზიანზ., ჰომ., 39, III, ეფთ.) შდრ. გონებისა ეშმაკბოროტისა წმასნილება (ნაზიანზ., ჰომ., ეფრ);
II. პლანეტა – πλανήτης ὁ – [მეორე ცაში] ვლენ ცთომილნი იგი ვარსკულავნი (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VIII, 16); ხოლო შჳდთა ცთომილთა სახელები ესე არს: მზე, მთოვარე, ზევს, ერმის, არის აფროდიტი, კრონოს (დამასკ., გარდ., არს., 88); რამეთუ შჳდად ეწოდენ ცთომილთა მათ ვარსკულავთა, ესე იგი არიან: მზე, მთოვარე, დია, ერმი, არეა, აფროდიტი, კრონონ (დამასკ., გარდ., ეფრ., 83) ამათ მნათობთაგანთა შჳდთა ცთომილად იტყჳან და განაჩინებენ წინააღმგომად ცისა ძრვისა მოძრავობასა მათსა, რომლისათჳსცა ცთომილად სახელ-სდებენ მათ, რამეთუ ცისასა უკუე იტყჳან აღმოსავალით დასავალად ძრვასა, ხოლო ცთომილთასა – დასავალით აღმოსავალად (დამასკ., გარდ., არს., 87); ხოლო ვარსკულავთა მათ ცთომილ ამისთჳს უწოდიან, რამეთუ წინააღმდგომად ცისა ჰყოფენ ძრვასა მათსა, რამეთუ ცაჲ და სხუანი ვარსკულავნი აღმოსავალით დასავალად იძრვიან, ხოლო ცთომილთა მათ მარტოდ აქუს დასავალით აღმოსავალად სლვაჲ (დამასკ., გარდ., ეფრ., 83)