ცა ცე ცვ ცთ ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცნო

ცნობა

Gk. γιγνώσκω
ცოდნა, შემეცნება
 
და მათ ვერ ცნეს გულისსიტყუაჲ უფლისაჲ და ვერ გულისჴმაჲ-ყვეს (συνῆκαν) განზრახვაჲ მისი (თტე., მიქ., გელ., 4.11-12, K 1, 401r); ამისიცა ძიებაჲ საჴმარ არს, ვითარმედ ჩუენ ვითარ ვიცნობთ ღმერთსა, რომელი-იგი არცა საცნაურთაგანი არს, არცა გრძნობადთაჲ, არცა ყოვლად რაჲცა რაჲ არსთაგანი? (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.3); ვინაჲცა ყოველთა შორის იცნობების ღმერთი და გარეგან ყოველთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.3); ცნობითაცა (διὰ γνώσεως) იცნობების ღმერთი და უცნაურებითაცა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.3); ანუ ვითარ სცნობს გრძნობადთა ყოვლისავე გრძნობისა ზეშთადამყარებული? (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.2); [არს] ცნობაჲ, ვითარმედ ერთი არს იგი უსხეულოჲ (ამონ., ტარიჭ., 100,8); რამეთუ არც ერთი მყოფობა გუერდითდადებისა ანუ თანშეშჯისაგან იცნობების ანუ განისაზღვრების (მქს., პიროს., გელ., 48,40);διαγιγνώσκω – ყოველისავე კაცობრივისა მიწდომისა ცნობად მეოცნენი და მოქადულნი გარეგან სასუფეველისა დაეწყუდინეს (ეკლსტ., გელ., 258. II); [უფალმა] ერთბამად ცნა, რაჲ-იგი ჯერ-იყო დაბადებად (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., II, 1);γνωρίζω (γνωριζόμενος) – უცვალებელად და შეურევნელად ვიცნობ მას (მიქ., მრწ., ეფთ., 8, Jer. 151, 85r) // (თტე., მრწ., თეოფ., 8, Jer. 23, 340v); რამეთუ ორთავე ამათ მიერ, ბრძანებისა ვიტყჳ და შეხებისა, თჳთ მათ საქმეთა მიერ იცნობებოდა საღმრთო მოქმედება (მქს., პიროს., გელ. 45,42) შდრ. საქმჱ იგი ღმრთეებისა გამოჩნდებოდა (მქს., პიროს., ეფთ., 15,22);νοέω – ხოლო ღმერთსა და საღმრთოსა სათნოებასა იგინი უკუე, ვითარცა გონებანი, სცნობენ შეტყუებისაებრ მათისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.2); არამედ ითქუმოდის რაჲ, გამოუთქუმელად ჰგიეს და, იცნობებოდის რაჲ (νοούμενος), უცნაურვე არს (ἄγνωστον) (არეოპ., ეპ., ეფრ., 3); და ამით კერძოჲთა სურისცა კეთილისათჳს, რომლითა არიან და ცხოვლობენ და სცნობენ და წადიერობენ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.34); [ღმერთი] არცა იცნობების, არცა ითქუმის, არცა სახელ-იდების (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.3); ხოლო მეცნიერებაჲ და მიწთომით ცნობაჲ უმეტეს და უფროჲსღა შეუძლებელ არს (ნაზ., ჰომ. 28.4, ტბელ.); ესრეთ ვმობერვილობთ ჩუენ ცნობად და თქუმად სულისათჳს (ნაზიანზ. ჰომ. 41, V, ეფრ.);φρονέω – ღმრთად უკუჱ ვიცნობ ჭეშმარიტად თითოეულსა სამთაგანსა, თავით თჳსით საცნაურად და სახელდებულად (თტე., მრწ., თეოფ., 4, Jer. 23, 340r);αἰσθάνομαι – ფილოსოფოსმან პორფირი შეაცნა თავსა თჳსსა ერთმანერთისმიერისა ჩუენებისა მჴუმეველობაჲ (ამონ., ტარიჭ., 59,34); მიწთომილობაჲ სცნობს და განარჩევს მისაწთომელსა (დამასკ., დიალ., არს. 37,4);δείκνυμι – შეტყობა, გაგება – რომლისაგან იცნობების საკუთრებაჲ წინამორბედისაჲ ქრისტეს მიმართ (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,2I); მის მიერცა მრავალთა საკჳრველთა მოქმედად იცნობების ძალი ქრისტჱსი (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 134r);μανθάνω – გამოცდილებით ცნა, ვითარმედ ვერვის ერევის, არ ენებოს რაჲ ღმერთსა (თტე., მიქ., გელ., 1.9, K 1, 392r); და ამისი ცნობაჲ მრავლით კერძო შესაძლებელ არს საღმრთოჲსა წერილისაგან (თტე., მიქ., გელ., 1.10, K 1, 392v);οἶδα (εἰδέναι) – ცოდნა – სათანადო არს ცნობაჲ, ვითარმედ სხუაჲ არს ნებებაჲ და სხუაჲ ნებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463 133r); არა მოგცა უფალმან ღმერთმან თქუენმან გული ცნობად და თუალნი ხედვად (თტე., II სჯ. 37, გელ., A 1108, 134r);πιστεύω – რაჲთა არცა თჳნიერ ჭეშმარიტისა ღმრთეებისა კაცებაჲ იცნობებოდის (ლეონ., ეპ., არს., 5, S 1463, 219r);καλέω – ხოლო ძედ მისსა სცნობდ წმიდათა, რომელნი მოსწყჳდნეს მოსისხლეთა (თტე., II სჯ. 42, გელ., A 1108, 143r);χρηματίζω – [ქრისტე] გუამიცა, ოთხთა ნივთთაგან შეზავებული, სხუათაგან სხუად იცნობა ჩუენ კაცთაჲ (სტით., სომხ. წვალ., არს., I,7);γνωστόν – ყოველი ღმრთებრივი ზესთ არსებითისა თჳს შორის ერთ-ქმნისა მიერ გამოუთქუმელ არს და უცნაურ ყოველთა შემდგომთაგან, არამედ მისდა ზიარებულთაგან იცნობვის და მიიწთომვის (პრ.,კავშ., პეტრ., 123; 75.26-28);ἐπιγιγνώσκω (ἐπιγνῶναι) – ჭეშმარიტად შეჰგავს რაჲთა უძნელე იყოს ყოვლისა ცნობაჲ თავისა თჳსისაჲ (ბას., ექუს., უძვ., ანონ., 136, 26-27); რამეთუ პირველად იგინი სცნობენ ღმერთსა და სურვიელ იქმნებიან ზეშთა მათსა მყოფისა მის საღმრთოჲსა ნათლისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9