სიცოცხლე, ცხოვრება
- გარეშე საღმრთოჲსა მის რავდენნი სახენი არიან ცხოველობისანი დაბადებულთა შორის? (მქს., პიროს., ეფთ. 8,9) შდრ. // ცხორება (მქს., პიროს., გელ. 24,38); ცხოველი საცნაურ-ჰყოფს კაცსა და ცხენსა და სახელსა ამას ზედა ცხოველობისასა ერთმოსახელე არიან, რამეთუ თითოეული მათი მიითუალავს სახელსაცა და განსაზღვრებასა ცხოველობისასა (დამასკ., დიალ., ეფრ. 18,1); ყოველი სული ცხოველობაჲ (ζωή) არს და ცხოველი (ζῶν), რამეთუ, სადაცა წარმოდგეს სული, ესე ცხოველ-იქმნების საჭიროდ; და დაკლებული სულისგან, მყის ცხოველობისგანცა უნაწილო იქმნების (პრ., კავშ., პეტრ., 188; 112,8-10); მზიარებელი ცხოვლობისაჲ ცხოველი არს და არა ცხოველობაჲ მხოლოდ, რამეთუ მხოლოჲ ცხოველობაჲ პირველი და უზიარებელი ცხოველობაჲ არს, ხოლო შემდგომად მისსა ერთბამად ცხოველი და ცხოველობაჲ. ხოლო სული არა არს პირველი და უზიარებელი ცხოველობაჲ, ვინაჲ ერთბამად ცხოველცა იყოს და ცხოვლობა სული (პრ., კავშ., პეტრ., 188; 112.26-31); მყოფი [არს] პირველ ცხოველობისა, ხოლო ცხოველობაჲ – პირველ გონებისა (პრ., კავშ., პეტრ., 101; 62.28); [ყოველ მყოფს] ანუ-თუ მხოლოდ მყოფობაჲ ოდენ მოუგიეს მიზეზისგან, ანუ ცხოვლობაჲცა მყოფობასა თანა, ანუ ცნობისაცა მუნით მიიღო ძალი (პრ., კავშ., პეტრ., 39; 29.22-24); – ζωτικόν τό– ცხოველობაჲ, რომელსაცა მშჳნვიერება უწოდიან და თესლოვანებაჲ, ესე იგი არს, ძალი მშობელობისაჲ (დამასკ., გარდ., ეფრ., 116); – ἡ ζωτικὴ δύναμις – ხოლო პირუტყუთა მიენიჭა ცხოველობაჲ და აღმოფშჳნვაჲ და გრძნობითი ძრვაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ. 13,2)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.