- რომელთა თანა შეერთებულ არიან მიზეზის-მეტყუელებითნიცა ყოველნი: სახიერი, კეთილი, არსი, ცხოველს-მყოფელი, ბრძენი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.3); ესე იგი არს, რამეთუ რაჟამს სახელ-ვსდვათ ზეშთაარსებისასა მას დაფარულებასა ღმრთად, ანუ ცხორებად, ანუ არსებად, გინა ნათლად, ანუ სიტყუად, არარას სხუასა გულისჴმა-ვჰყოფთ, თჳნიერ მის მიერ ჩუენდა მომავალთა ძალთა განმაღმრთობელთა, ანუ არს-მყოფელთა, ანუ ცხოველსმყოფელთა, ანუ სიბრძნის მომნიჭებელთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.7); არცა ვინ ვიცით სხუად ღმრთეებად ცხოველსმყოფელად თჳნიერ ზეშთაღმერთთაჲსა მის ყოველთა, რაოდენნი ცხოველ არიან, და თჳთ მის ცხორების მიზეზისა ცხორებისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 11.6); – ζωοποιός – და არსსა და ცხორებასა და სიბრძნესა არსებათ-მოქმედისა და ცხოველსმყოფელისა და სიბრძნის მომცემელისა მიზეზისასა ქადაგებს მათთჳს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.2); რამეთუ არა თავით თჳსით აქუს უკუდავ-ყოფაჲ იგი და საუკუნოდ ცხორებაჲ, არამედ ცხოველსმყოფელისაგან და ყოვლისავე ცხორებისა შემოქმედობითისა და მპყრობელობითისა მიზეზისაგან (არეოპ., საღმრ., ეფრ., 6.1);
- ცხოველსმყოფელი ძალი – ζωοποιός δύναμις – ცხოველნი თჳთ მას ზეშთა ყოვლისასა ცხორებასა ცხოველს-მყოფელისა მის ძალისასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 4.1);
- ცხოველსმყოფელი სიტყუა – τὸ ζωοποιὸν λόγιον – ყოვლად ბრძენი სამღდელოთა ჴელოვნებაჲ პირველად უკუე დამსახველითა და ცხოველს-მყოფელითა სიტყუათა შესაყვანებელითა საზრდელითა ზრდის კათაკუმეველთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.6);
- ცხოველსმყოფელი შობა – ζωτικὴ ἀπότεξις ἡ – მსახურთა მიერ სიტყჳს აღმქუმელობისათა ცხოველსმყოფელისა შობისა მიმართ დაისახჳან და დაიბადებიან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.I.1);
- ცხოველსმყოფელი უღელი – ζωοποιὸν ζυγόν τό – რაჟამს ქედფიცხელ იქმნა ცხოველსმყოფელისა მის უღლისა მიმართ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.11)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.