ცა ცე ცვ ცთ ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცხა ცხე ცხო

ცხორება-ჲ

I. 1. ცხოვრება – თჳნიერ საღმრთოჲსასა, რაოდენსა სახესა ცხორებისასა ყოფად იტყჳ არსთა შორის? (მქს., პიროს., გელ. 24,38) შდრ. ცხოველობა (მქს., პიროს., ეფთ. 8,9); თჳს სულისა სიტყჳერისა [არს] მხოლოდ მის და ოდენ მარტოდ ცხორებაჲ, გაგონებაჲ და სიტყჳერი წადიერებაჲ, რომელი არს საკუთარი ნებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს. S1463 131v); რამეთუ უკუეთუ ღირსად სიტყჳსა შევჰრაცხოთ ცხორებასა თქუენსა, რომელი მარხვითა და ყოვლითავე ძჳრისხილვითა განლიგებულად გაქუს თჳნიერ მართლმადიდებლობისა, ღირს-ვყოთ სადმე სიტყჳსადა ეშმაკთაცა ცხორებაჲ, უკუეთუ ცხორებად ჯერ-არს წოდებაჲ მკუდარქმნილისა მის და დაბნელებულისა ცხორებისაჲ უშრეტობასა შინა ცეცხლისასა (სტით., სომხ. წვალ., არს., 22,24);

2. ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება – βίος ὁ – დღითიდღე დაიმუსრვის ცხორება კაცთა ჟამთა შინა და მოქცევათა წელიწადისათა, და შესაზღურებულთა სრბათა მზისათა, რომელთამე წარსრულთა და რომელთამე წარმავალთა (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 321r); მოვიძულე უკუე ყოველი ცხორება, წარგებული ამაოებათა შინა, რაოდენი რა ვირუდუნე განკაფულმან შრომითა ქუეყანისათა (გრ. ნეოკ., ეკლ., ეფრ., A 292, 322r);აქაჲ ცხორებაჲ – ἐνθάδε ζωή ἡ – რაჟამს აღსასრულად მიიწინენ აქაჲსა ამის ცხორებისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.2);
ცხორება აწინდელი – παρούσα ζωή ἡ – რაჲც რაჲ აწინდელსა ამას ცხორებასა კეთილად ანუ სხუებრ ექმნეს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.6);
ცხორება საწუთრო – παρούσα ζωή ἡ – და ამიერვე საწუთროჲთ ცხორებით იწყებენ ყოფადსა მას ანგელოზ-შუენიერსა მოქალაქობასა კაცსა შორის მოქალაქობად ყოვლითა უვნებელობითა (არეოპ., ეპ., ეფრ., 10);ὁ τῆδε βίος – რამეთუ შეერთებიან, რომლითა შეერთებულ არიან საწუთროსა ამას ცხორებასა წმიდათა სულთადა ვითარცა ასო ღმრთისა ქმნულნი (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.1);

3. ღმერთის სახელი – ζωή ἡ – ესე იგი არს, რამეთუ რაჟამს სახელ-ვსდვათ ზეშთაარსებისასა მას დაფარულებასა ღმრთად, ანუ ცხორებად, ანუ არსებად, გინა ნათლად, ანუ სიტყუად, არარას სხუასა გულისჴმა-ვჰყოფთ, თჳნიერ მის მიერ ჩუენდა მომავალთა ძალთა განმაღმრთობელთა, ანუ არს-მყოფელთა, ანუ ცხოველს-მყოფელთა, ანუ სიბრძნის მომნიჭებელთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.7);
ცხორება წმიდა – ἱερὰ ζωή ἡ – და ჰნატრიდენ წმიდასა მას ცხორებასა, რომლისაგან იგინი უგუნურებით განვარდეს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.2);
ცხორება საღმრთო – θεῖα ζωή ἡ – ესე-ვითართა მათ მათთანავე მიიღონ ჟამსა თჳსისა აღდგომისასა უქცეველობაჲ საღმრთოჲსა ცხორებისა დამყარებულებისაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.1); აქა ცხორებისათჳს ვიტყჳთ, ვითარმედ თჳთ მის ცხორებისა ცხოველს-მყოფელ და გუამ-მყოფელ არს ზეშთა-ცხოველთა იგი საღმრთოჲ ცხორებაჲ, ცხოვლობითი და გუამ-მყოფელობითი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 6.1); უკუეთუ ოდენ შევეერთნეთ მას საღმრთოჲთა ცხორებითა და ძალისაებრითა მსგავსებითა ჩუენითა და ამით ჭეშმარიტებით ზიარ ღმრთისა და საღმრთოთა სრულ ვიქმნნეთ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.13);
ცხორება ღმრთისსახე – ἡ θεοειδής ζωή – ვითარ თუმცა შეუგვანებელ იყო მათდა ღმრთის სახესა მას ცხორებასა შინა და ნეტარსა განსუენებასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.2);ἡ θεοειδεστάτη ζωή – ვითარმედ აწღა დაწყებაჲ არს ჩუენისა ქრისტეს მიერისა ღმრთის სახისა ცხორებისაჲ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.I.2);
ცხორება სამღდელო – ἡ ἱερατικὴ ζωή – რაჲთა სამღდელოჲსა ცხორებისა მიმართ, რაოდენ შეჰგავს, დაიხატვოდინ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.2);ἡ ἱερωτάτη ζωή – რამეთუ უკუეთუ ღმრთის სახე ვისმე ჰქონებოდის აქა და სამღდელოჲ ცხორებაჲ, რაოდენ მისაწთომელ არს კაცისა ღმრთის მსგავსისა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 7.III.1);
ცხორება ანგელოზთ-სახე – ἀγγελοειδὴς ζωή – მიანიჭებს უკუე კაცთაცა, ვითარცა შეზავებულთა, რაოდენ დასატევნელ და შესაძლებელ არს მათდა, ანგელოზთ-სახესა ცხორებასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 6.2);
ცხორება ნათლის-სახე – ἡ φωτοειδὴς ζωή – უშუერი შეიმკვების და უსახოჲ დაისახვის ნათლის სახისა ცხორებისა მიერ ყოვლითურთ განბრწყინვებული (არეოპ., საეკლ., ეფრ., 2.III.8);
ცხორება პატიოსანი – ἡ ἱερά ζωή – ხოლო პირველისა სამოსლისა აღძურცაჲ და სხჳსა შემოსაჲ საშუვალისა მის პატიოსნისა ცხორებისაგან უსრულესად ცვალებასა აჩუენებს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.4);
ცხორება პირველი – ἡ προτερὰ ζωή – ამისთჳს ყოვლითურთ განჴდად უბრძანებენ მოსრულსა მას პირველისა ცხორებისა სამოსელთა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.6);ὁ πρότερος βίος – და უჩუენებენ სიბნელესა პირველისა ცხორებისასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.I.6);
ცხორება საუკუნე – ἡ αἰωνία ζωή – მოვედ, გნებავს თუ, რაჲთა ვაქებდეთ სახიერსა მას და საუკუნესა ცხორებასა, ვითარცა ბრძენსა და თჳთსიბრძნესა, უფროჲსღა ვითარცა ყოვლისა სიბრძნისა გუამ-მყოფელსა და უფროჲს ყოვლისა სიბრძნისა და და გულისჴმის-ყოფისა ზეშთაამაღლებულსა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 7.1); და რომელთა ექმნენ კეთილნი საქმენი, მართლითა სარწმუნოებითა წარვიდენ ცხორებად საუკუნოდ (მიქ., მრწ., ეფთ., 10, Jer. 151, 85v) // (მაქს., მრწ., ეფთ., 10, Q 34, 35v) // (თტე., მრწ., თეოფ., 10, Jer. 23, 341v); ხოლო აწ საგალობელ ჩუენდა იყავნ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომლისაგან არს თჳთცხორებაჲ და ყოველი ცხორებაჲ და რომლისაგან შემსგავსებულად თითოეულისა განეთესვის ცხორებაჲ ყოველთა ვითარ-სახედცა რაჲმე მიმღებელთა ცხორებისათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 6.1);
განუხრწნელი ცხორება – ἡ ἀλωβήτος ζωή – რაჲთა ჩუენცა, ვითარცა ასონი გუამსა, ესრეთ თანა-შევენაწევრნეთ მას მითვე განუხრწნელითა ცხორებითა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.12);

II. ἕξις ἡ (ბერძნ. ცხოვრების წესი) – რომლითა ჩუენ მსგავსებითა მათითა ნეტარისა ცხორებისა და ღმრთის სახისა განსასუენებელისა მიმართ გჳძღჳს და ჴელ-პყრობილ გუყოფს (არეოპ., საეკლ., ეფრ., 3.III.9);

III. ცხონება, ხსნა – σωτηρία ἡ – არამედ თითოეული თჳსსა ცხორებასა ზრუნვიდეს (თტე., მიქ., გელ., 7.5-6, K 1, 407v); რომელმან ხილულითა მით ჴორცითა ჩუენი ცხორებაჲ განაგო (მიქ., მრწ., ეფთ., 14, Jer. 151, 86r) // (თტე., მრწ., თეოფ., 14, Jer. 23, 341v)

Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9