მოძრაობა
- რამეთუ არა გარეთ ძრავს მათ ღმერთი საღმრთოთა მიმართ (არეოპ., საეკლ., ეფრ., 1.4); ყოველივე მოძრავი ჟამეულად იძრვის (ნოს., პასუხ. ექუს., გ. ათ., VIII, 12); ხოლო იკანკლედობითად ესრეთ იძრვის სული, რაოდენცა თჳსად განსაკუთრებითა საღმრთოჲსა მეცნიერებისაჲთა განბრწყინდებოდის არა საცნაურად და ერთობითად, არამედ სიტყჳერად და განფენითად და რეცა შერევნითად და მიმოცვალებისა მოქმედებითად (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.9); ყოველი, რაოდენი არს და იქმნების კეთილისათჳს, და სახიერებისა არს და იქმნების და მისსა მიმართ ხედავს ყოველი და მის მიერ იძრვის და იპყრობების (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10); ამისთჳს, რამეთუ პირველისა მის მიზეზ არს და წინა-მომატყუებელ და მშობელ, ხოლო მეორე თჳთ იგი არს და პირველითა მით იძრვის, ხოლო მეორესა ძრავს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.14); არა წამითა მისდა შეერთებულისა სიტყჳსაჲთა იძრვოდაა ჴორცი? (მქს., პიროს., გელ., 22,32) (შდრ. ...ჴორცნი უფლისანი იქცეოდესა (მქს., პიროს., ეფთ., 5,33); – ἀνακινέω – ზრდის და სცავს და სრულ ჰყოფს და განარჩევს და შეაერთებს და განატფობს და შობის მოქმედ ჰყოფს და აღაორძინებს და სცვალებს და დაამყარებს და აღმოაცენებს და ძრავს და ცხოველ ჰყოფს ყოველთა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.8); და იპყრობს საკრველსა სულისა და ჴორცთასა, მზრდელობითსა და აღორძინებითსა ძალსა ნერგთასა ძრავს და იპყრობს არსებითსა მას ძალსა ყოველთასა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 8.5)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.