ძა ძგ ძე ძი ძლ ძნ ძრ ძუ ძჳ
ძრვ

ძრვა-ჲ

Gk. κίνησις ἡ
მოძრაობა – ლოგიკ. 10 კატეგორიაში შემავალი ყოველგვარი სახის ცვალებადობა
 
ძრვად იტყჳს არისტოტელი შეცვალებასა (დამასკ., დიალ., არს., 48,10); ძრვაჲ მოქმედებაჲ რაჲმე არა არს, არამედ განუსაზღვრებელი საქმე... რამეთუ ესე მოძრავობაჲ არაჲ სხუაჲ არს, ანუ-თუ გზაჲ, ძალისაგან მოქმედების მიმართ (ამონ., მოსახსენ., 144. 11-15); ძრვაჲ ბუნებაჲ არს დასაბამ თითოეულისა არსთაგანისა ძრვისა და მყუდროებისაჲ (დამასკ., დიალ., ეფრ., 26,1); და ეზიარების [კაცი] უკუე უსულოთა ვიდრემე ჴორცთა ოთხთა ნივთთაგან შემოკრებულობისაებრ ... მგრძნობელობითისა და მიმართებითისა ძრვისა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131r); უწყებაჲ საჴმარ არს, ვითარმედ ყოველსა გუამსა კაცისასა აქუს ყოფაჲცა და არამყოფობისაგან მყოფობად მოყვანებაჲ შემოქმედისა მიერ, ესეიგი არს აუგებელობაჲ, მერმეცა ცხოვლობითი და მოქმედობითი ძალი და მგრძნობელობითი ... ესენი უკუე არსებითნი არიან და ბუნებითნი, ხოლო ამათი თჳსაგან მარტოობითი და განთჳსებული ძრვაჲ გუამოვნებითი არს განყოფილებაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 129v); არსებაჲ ვიდრემე ყოფისა და სიცოცხლისა და ძრვისა გრძნობითცა და გონებით წადიერ არს სურვიელი თჳსისა ბუნებითისა და სავსებითისა მყოფობისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 134r); მოქმედება არს თითოეულისა არსებისა ბუნებითი ძალი და ძრვაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 136r); ჟამისა მრავალ-ყოფასა და ძრვაჲცა მრავალი ითქუმის (ამონ., ტარიჭ., 149,28); არიან ადგილნი თითოსახენი, სადაჲთ-იგი იქმნების ძრვაჲ ჰაერისაჲ, რომელთაგან ჰქონან ქართაცა სახელისდებანი (დამასკ., გარდ., არს., 97); ცეცხლის სახენი იგი და ღმრთის სახენი ურმის თუალნი მომრგულებასა უკუე მქონებელ არიან მასვე კეთილსა ზედა მარადის მოძრავითა ძრვითა (არეოპ., ზეც., ეფრ., 15.9); ვითარცა ყოვლისა ჩუეულებისა, ძრვისა, ცხორებისა, ოცნებისა, ნებისა, სახელისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 1.5); დგომა და ძრვა ყოვლისა არს უზეშთაესი იგი ყოვლისა დგომისა და ყოვლისა ძრვისაჲ, რომელი დაამყარებს ყოველსა სიტყჳთა წამის-ყოფისა თჳსისაჲთა და ძრავს თჳსად საკუთრად თითოეულისა მოძრავობისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.7); ყოველი დგომაჲ და ძრვაჲ მისგან და მის ძლით და მის მიერ და მისსა მიმართ არს (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.10); დასაბამი არს არსთაჲ, რომლისა მიერ არს ყოველთა თჳთყოფაჲცა იგი და ყოველივე ესრეთ ვითამე ყოფაჲ, ყოველი დასაბამი... ყოველი ძრვაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 5.7); ყოველივე ცხორებაჲ და ცხოვლობითი ძრვაჲ თჳთ მის ცხორებისაგან არს უზეშთაეს ყოველთა ცხორებათა და ყოველთა დასაბამთაჲსა ყოველთა ცხორებისა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 6.1); არამედ გონიერთაცა ყოველთა და სიტყჳერთა, ბუნებით მნებებელად მყოფთა, უნებლიეთი აქუს ძრვაჲ (მქს., პიროს., გელ., 21,19) (შდრ. საქმე მქს., პიროს., ეფთ. 4,41); რამეთუ ყოველთა ღმრთისაგანთა და შემდგომთა ღმრთისათა ევნების ძრვაჲ, ვითარცა არა მყოფთა თჳთძრვად და თჳთძალად (მქს., პიროს., გელ. 49,21)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9