- [ღმერთი] ვითარცა მიზეზი ყოვლისავე ჟამისა და საუკუნოჲსაჲ იგალობების და „ძუელად დღეთად“ ითქუმის, ვითარცა პირველ ჟამთაჲ და მცვალებელი ჟამთა და წელთაჲ და, კუალად პირველ საუკუნეთა არს (πρὸ αἰώνων ὑπάπχοντα), ვითარ-იგი წინა საუკუნეთა არს და ზეშთასაუკუნეთა არს (πρὸ αἰῶνός ἐστι καὶ ὑπὲρ αἰῶνα) და მეუფებაჲ მისი მეუფება ყოველთა საუკუნეთა, ამინ (არეოპ. საღმრ., ეფრ., 10.3); „ძუელად დღეთა“ იგალობების ღმერთი ყოველთა ამათ მისდად ყოფისათჳს, ესე გი არიან: საუკუნე და ჟამი და პრველ დღეთაობაჲ და პრველ ჟამთა საუკუნეთაობაჲ (არეოპ. საღმრ., ეფრ., 10.2; იხ. დანიელი, 7,9); ოდეს თჳთ ღმრთივგანბრძნობილნი იგი მრავალსახელ-ჰყოფდენ მას და... უგალობდენ მიზეზსა ყოველთასა, ვითაცა სახიერსა, ვითარცა კეთილსა ... ვითარცა მეუ¬ფესა მეუფეთასა, ვითარცა ძუელსა დღესა, ვითარცა დაუბერებელსა და დაუჴსნელსა, ვითარცა ცხორებასა (არეოპ. საღმრ., ეფრ., 1.6); „ძუელი დღეთა“ ჩჩჳლ იქმნების ჴორცითა და დედითურთ ქალწულით ეკკლესიასა შინა შეიყვანების თჳსისა ჰსჯულისა და აღთქუმისა აღსრულებად (კირ. იერუსალ., სადღესასწ., მირქმ. გალობა, „სინ მრ.“, 335);
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.