ჭეშმარიტების თქმა
- და უკუეთუ არა ყოვლისავე ღმერთ-მთავრობითისა სახიერებისათჳს ითქუმის ცხოველს-მყოფელობაჲ, ვითარ ჭეშმარიტებდეს საღმრთოჲ იგი სიტყუაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 2.1); – ἀληθεύω – რაჟამს ვიტყოდით მისთჳს არცა ერთსა რას არსთა ამათგანობასა, მაშინ ოდენ ვჭეშმარიტებთ (არეოპ., ზეც., ეფრ., 2.3); და ნუუკუე და ჭეშმარიტებდეს სადმე სიტყუაჲ ესე (არეოპ., ზეც., ეფრ., 13.3); რამეთუ არ შესაძლებელ არს, ვითარმცა ორნივე შჭეშმარიტებდით (მქს., პიროს., გელ., 38, 9); – τῆ ἀληθείᾳ συμβαίνω – და ზავნი იგი მსტოართანი ფრიადცა ჭეშმარიტებდეს (თტე., ისუ. 2, გელ., A 1108, 151r)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.