ჯე ჯო ჯუ
ჯერ

ჯერ-ჩინება-ჲ

  1. Gk. γνώμη ἡ
    მოწონება, კარგად განწყობა, ცნობა, მიღება, საჭიროდ მიჩნევა, ნებება
     
    ჯერჩინებაჲ არა სხუაჲ არს, თჳნიერ რაჲმე ნებებაჲ, ანუ მყოფისა რომლისამე ანუ საგონებელისა კეთილისა სქესისაებრ შემწყნარებელი (მქს., პიროს., გელ., 28,19); ჯერჩინებაჲ შემდგომად უცნაურისა საქმისათჳს ქმნილისა ძიებისა და განზრახვისა, რომელ არს განზრახვაჲ და გამორჩევაჲ, გამორჩეულისა მისმიმართი თანასათნო-ყოფაჲ არს, რომლისა შემდგომად არს წინააღრჩევაჲ (დამასკ., გარდ., 186, არს.); მერმე ემოწლეების და შეიყუარებს განზრახვისა მიერ განბჭობილსა მას და სახელ-იდების ჯერჩინებად, რამეთუ უკუეთუ განბჭოს და არა მოწლე იქმნეს განბჭობილისა მის მიმართ, ესე იგი არს, არა შეიყუაროს იგი, არა სახელ-იდების ჯერჩინებად (დამასკ., გარდ., 129, არს.); ჯერჩინებისა მისისა [კაცისა] დაჴსნილობამან უჴმარ-ყო მისთჳს ქველისმოქმედებაჲ დამბადებელისაჲ (დამასკ., გარდ., 284, არს.) // შდრ. ესევითარსა ბოროტქმნილსა კაცსა თჳსისა ნებისა უდებებამან არა კეთილად აჴმარება ქველისმოქმედებაჲ იგი დამბადებელისაჲ (დამასკ., გარდ., 284, ეფრ.); ჯერჩინებისა და წინააღრჩევისა თქუმაჲ უფლისა ზედა შეუძლებელ არს (დამასკ., გარდ., 186, არს.); რომელნი თჳსითა ჯერჩინებითა ვიდრემე არა პატივ-სცემენ სამართალსა (თტე, II სჯ. 16, გელ., A 1108, 115r); არა აიძულებს კაცთა ჯერჩინებასა, არამედ მიუშუჱბს თჳთ-მფლობელობად (თტე, II სჯ. 37, გელ., A 1108, 134r); – ნება – არა ჯერჩინებითა, არამედ უფროჲსღა ბუნებითითა ძალითა განითჳსვოდეს ურთიერთას ორნი ბუნებანი უფლისანი (დამასკ., გარდ., 207, არს.); ძუელთა ჰგვანან სამოსელთა უძლურებისათჳს ჯერჩინებისა მათთაჲსა (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,20II);βούλησις (τοῦ θεοῦ) ἡ – ცოდვასა შთავრდომილი კაცი არა თჳნიერ ჯერჩინებისა ღმრთისა წარწყმდებოდის (ლეონ., ეპ., არს., 3, S 1463, 218r);γνῶσις ἡ (ჰენდ. ცნობა და ჯერჩინება) – მფრინველთა ცისათა, ესე იგი არს, მაღალთა და განმცხრომთა ცნობითა და ჯერჩინებითა დაიმკჳდრეს მას ზედა (თეოფ. ბულ., მარკ., ჭიმჭ., S 404,34II);
  2. Gk. κατάθεσις ἡ
    ლოგიკ. ჯერჩინებაჲ
    დადებითი მსჯელობა, წართქმა, მტკიცება
     
    ჯერჩინებაჲ წათქუმად ითქუმის, ვითარ-იგი ვითარმედ „კეთილ არს“, ხოლო უვარის-ყოფაჲ – უკუთქუმად (დამასკ., დიალ., 38,21, არს.)
    Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9