ხა ხდ ხე ხი ხლ ხრ ხუ
ხან ხარ ხატ

ხატება-ჲ

Gk. εἰκών ἡ
 
დასაბამითგან ღმერთმან ხატებად და მსგავსებად თჳსსა დაჰბადა კაცი (დამასკ., გარდ., 263, არს.); ესე უკუე ითქუმოდედ მსგავსებად ღმრთისა ხატებისაებრ და მსგავსებისა საღმრთოჲსა ჩუენი მისდა მსგავსებაჲ და არა თუ ღმრთისა ჩუენდა მსგავსებაჲ (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.6); ჴორც და სისხლ ვართ ჩუენ, შექმნულნი უხრწნელთა ჴელთა შენთანი და ხატებითა და მსგავსებითა შენითა პატივცემულნი (სვიმ. მეტ., ბარბ. წამ., ანონ., H 1347, 137v); ხატებად ღმრთისა შევიქმნენით გონიერებისაებრ და თჳთმფლობელობისა (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 135v); უმეტეს ანგელოსთასა ხატება ღმრთისა არს კაცი (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 131v); (κατ’ εἰκόνα) – ხატებისა განღმრთობად მნებებელობისათჳს განკაცნა სიტყუაჲ ღმრთისაჲ. რაჲღა უკუე არს ხატება (κατ’ εἰκόνα) იგი სხუა, თჳნიერ გონებისა? (დამასკ., გარდ., 205, ეფრ.) // შდრ. ჩუენშორისისა ხატებისაებრობასა მნებებელ იქმნა... რაჲ არს ხატებისაებრობაჲ, თჳნიერ გონებაი (დამასკ., გარდ., 205, არს.); და განმზრახველობითისა ძალისაგან, უეჭუელად არცაღა ხატებაჲ აქუს ღმრთისაჲ, არცაღა არსებაჲ, მსგავსი სულთა ჩუენთაჲ (ანასტ. სინ., არს. I, 89-93); და ხატებასა ჴმელად გამოსთარგმნიან (ეპიფ. კვ., პას., თეოფ., H 601, 162II); ხატებაჲ საცნაურებასა და თჳთმფლობელობასა მოასწავებს, ხოლო მსგავსებაჲ – სათნოებითსა მსგავსებასა ძალისაებრ (დამასკ., გარდ., 111, ეფრ.); ქრისტემან დაიმკჳდროს რაჲ კაცისა თანა, მისცემს მას ხატებასა მისსა (დამასკ., გარდ., 69, ეფრ.); ვინაჲთგან ხატად ღმრთისა დაბადებულ არს კაცი, თჳთმფლობელობაჲ არს ხატებაჲ იგი, ვითარცა პირმშოჲ იგი სახჱ თჳთმფლობელ არს (მქს., პიროს., ეფთ. 11,14) // შდრ. ხატიცა სადმე, ... თჳთჴელმწიფე არს ბუნებით, მქს., პიროს., გელ., 36,30); – μορφή ἡ – დაღათუ უსულოთაცა ზედა ოდესმე განეფინოს ხატებაჲ, რომელ არს ქმნულკეთილობაჲ, არავე საკუთრად, არამედ მოპოვნებით ითქუმის (დამასკ., დიალ., არს. 38,13); წმიდათა მამათა ზოგადსა და მრავალთა ზედა სათქუმელსა... არსება და ბუნება და ხატება უწოდეს (დამასკ., დიალ., ეფრ. 13,4); ოთხ-სახედ ითქუმის ბუნებაჲ, ვითარცა პირველ ვთქუ: არსებად და ბუნებად და ნათესავად და ხატებად (ანასტ. სინ., არს. II, 141-142); არამედ რაჲთა არა დაგუავიწყდენ თავნი თჳსნი, და სხუა სახეთა ხატებათა აღჴსნითა შევჰრინეთ გრძნობადთა სახეთა თანა უჴორცონი იგი ღმრთის სახელნი (არეოპ., საღმრ., ეფრ., 9.5);μόρφωσις ἡ - სრულთ-მყოფელობს სრულებითა საღმრთოჲთა თავისა მიმართ თჳსისა სრულ-ყოფადთა მათ ერთ-შეწყობილსა შეუცვალებელსა ხატებასა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.1);χαρακτήρ ὁ – ამან იწყო ჟამთა აბრაჰამისთა და ხატებაჲ მიიღო წინადაცუეთითა (ეპიფ. კვ., პას., თეოფ., H 601, 151II);ἐμφέρεια ἡ (ბერძნ. მსგავსება) – და მისსა მას საუფლოსა და საკუთარსა ხატებასა... გამოჰსახავენ თავთა თჳსთა ზედა (არეოპ., ზეც., ეფრ., 8.1)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9