ხა ხდ ხე ხი ხლ ხრ ხუ
ხედ ხენ

ხედვითი

Gk. θεωρητικός
თეორიული
 
ეწოდების ხედვითსა მას გონება, ხოლო საქმითსა, – სიტყუა და ხედვითსა მას – სიბრძნე, ხოლო საქმითსა – ცნობა (დამასკ., გარდ., 139, ეფრ.) // სიტყჳერისაჲ რომელიმე არს ხედვითი, ხოლო რომელიმე – საქმითი და ხედვითი ვიდრემე არს გონებითი მიწთომაჲ ვითარ-ყოფისა მყოფთაჲსაჲ (დამასკ., გარდ., 139, არს.); [გაგონებისა გუარნი] ორ ვინაჲმე არიან, ვითარ იგი საქმით[ი] და ხედვითი (ნემეს., პეტრ., 106, 7-8);
ხედვითი ფილოსოფოსობაჲ – თეორიული ფილოსოფია – θεωρητικόν τό – განიყოფების ფილოსოფოსობაჲ ხედვითად და საქმითად, ხედვითი იგი განიყოფების სიტყჳერებითად და სწავლულებითად და ბუნებათამეტყუელებითად (დამასკ., დიალ., ეფრ. 52,7); ფილოსოფოსობაჲ განიწვალების ხედვითისა მიმართ და საქმითისა (ამონ., ტარიჭ., 12,13);
ხედვითი გულისჴმისყოფაჲ – θεωρητική νοήσις – რამეთუ რაჟამს გონებაჲ გრძნობადთა მიერ აღძრვად მოსწრაფე იყოს ხედვითთა მიმართ გულისჴმის-ყოფათა (არეოპ., საღმრ., ეფრ., 4.11);
ხედვითი სრულება – τῶν θεωρητικῶν τέλος τό – ხედვითა უკუე სრულებაჲ გონებითი ხედვაჲ არს, რომელი-იგი გონებასა შინა სრულ იქმნების (ბას., ექუს., გ. ათ., 8, 22-23);
ხედვითი გუარი – θεωρητικὴ ἥξις – უსაჩინოესთა მათ მათთა მემსხუერპლეობათა მიერ აღყვანებითად განწმედილისა ცხორებისაგან ხედვითად გუარად და ძალად მღდელ-მემსხუერპლეობით სრულ იქმნებიან (არეოპ., საეკლ., ეფრ., 5.III.8); ესე-ვითარი იგი ხედვითსა გუარსა და ძალსა სამღდელოდ აღწევნულ იქმნების (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.I.2); წმიდასა მას ზედა ღმრთით შობილობასა ცვალებაჲ სამოსლისაჲ ცხად ჰყოფდა განწმედილისა ცხორებისაგან ხედვითისა და განათლებითისა გუარისა მიმართ აღსლვასა (არეოპ., საეკლ., ეფრ., 6.III.4);
ხედვითი ძალა – ὁρατικὴ δύναμις ἡ – მხედველობითი არს ქონებაჲ ბუნებისაგან ხედვითისა ძალისაჲ, ვითარ-იგი კაცსა აქუს ძალი ხედვისაჲ (დამასკ., ორთა ნებ., არს., S1463, 133v); და ხედვითთა ძალთა სიმარჯჳთა მარტივისა მიმართ (არეოპ., ეპ., ეფრ., 9.1); ხოლო განათლებადთა აღსავსე ყოფაჲ საღმრთოჲსა ნათლისაგან ხედვითისა მიმართ წესისა (ἥξις) და ძალისა (არეოპ., ზეც., ეფრ., 3.3)
Source: ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონი = Old georgian-greek documented dictionary of philosophical-theological terminology: (მასალები) / [ქართველოლ., ჰუმანიტ. და სოც. მეცნ. ფონდი რუსთაველის ფონდი; პროექტის ავტ. და სამეცნ. ხელმძღვ. დამანა მელიქიშვილი; პ/მგ რედ. ანა ხარანაული, ბერძნ. ტექსტის რედ.: ლევან გიგინეიშვილი, ვიქტორია ჯუღელი]. - I-ლი გამოც.. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2010. - 29სმ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9